ახალი ბრენდები და გაფართოებული ასორტიმენტი - რა სიახლეებს სთავაზობს SANI მომხმარებელს
SANI • სანი არის კომპანია, რომელიც ადგილობრივ საცალო და საბითუმო ბაზარზე ოპტიკური და მზის სათვალეების მიმართულებით ოპერირებს. კომპანიის მიმდინარე სიახლეებზე Business Insider Georgia „სანის“ დამფუძნებელს, მარი სხირტლაძე ესაუბრა.
„ასორტიმენტს დავამატეთ ახალი ბრენდები, მათ შორის პრემიუმ და ხელმისაწვდომი სეგმენტის ორიგინალი ბრენდები - Marni-ს ხაზი და Maison Margiela-სთან კოლაბორაციული მოდელები, რაც პროდუქციის არჩევანს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.
გარდა ამისა, დავიწყეთ Smart Myopia ლინზების მიმართულებით მუშაობა, რომლებიც თინეიჯერულ ასაკში ინიშნება მიოპიისა და ასტიგმატიზმის შემთხვევაში. აღნიშნული ლინზები ხელს უწყობს მაღალი მინუსის პროგრესის შეჩერებას და გარკვეულ შემთხვევებში მაჩვენებლის უკუგანვითარებასაც.
ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ჩვენ დავნერგეთ და ამ მიმართულებით აქტიური პროგრესი მიმდინარეობს. ლინზები საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მათ ხელმისაწვდომ ფასად ვთავაზობთ მომხმარებელს. ისინი მზადდება სპეციალური შეკვეთით და ადგილზე არ არის ხელმისაწვდომი. მოთხოვნა ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალია.
ასევე აქტიურად დავიწყეთ სპორტული სათვალეების მიმართულებით მუშაობა - მათ შორის ფეხბურთის, კალათბურთის და სხვა სპორტული სახეობებისთვის განკუთვნილი ხაზის განვითარება.
სიახლე გვაქვს სპეციალური სპორტული სათვალეების მიმართულებითაც, რომლებიც გამოიყენება სრიალისა და ველოსიპედის ტარების დროს. მათი თავისებურებაა ის, რომ შიგნით შესაძლებელია მაკორექტირებელი ლინზების ჩასმა “, - აცხადებს მარი სხირტლაძე.
კომპანია სამომავლოდ, მომხმარებლისთვის სხვადასხვა სიახლის შეთავაზებას გეგმავს.
„სამომავლოდ არაერთ სიახლეს ვგეგმავთ და მუდმივად ვეძებთ ახალ მიმართულებებს. ახლახან დავბრუნდით გამოფენიდან, რომელიც ჩინეთში გაიმართა. ჩვენი მიზანია, ყველა მომხმარებლისთვის ვიყოთ ხელმისაწვდომი - არა მხოლოდ პრემიუმ, არამედ სხვადასხვა სეგმენტშიც.
დავამატეთ ახალი ექიმი და თანამედროვე აპარატურა როგორც ვაკის, ისე ცემის ქუჩის ფილიალებში. ასევე შემოვიტანეთ ისეთი ლინზები, რომლებიც ადრე მხოლოდ სპეციალური შეკვეთით მზადდებოდა და მომხმარებლებს თვეობით ლოდინი უწევდათ. ახლა კი ეს პროდუქცია ადგილზეა ხელმისაწვდომი - მათ შორის, ქამელეონი (ფოტოქრომული) და დათხელებული ასფერული ლინზები, რაც მომხმარებლისთვის გაცილებით დიდ კომფორტს ქმნის.
გარდა ამისა, გავაფართოვეთ საერთაშორისო პარტნიორობა და გვყავს ახალი პარტნიორები იტალიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, "სანი" მომხმარებლებს სთავაზობს, ოპტიკურ მომსახურებასა და საცალო გაყიდვებს, რაც მოიცავს ინვენტარს ოფთალმოლოგიური კლინიკებისა და სათვალის მაღაზიებისთვის.
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Routes Europe 2026-ზე საქართველოს საავიაციო პოტენციალი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო
20.05.2026.18:37
იტალიის ქალაქ რიმინიში გამართული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 დასრულდა. ფორუმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე კომპანია TAV Georgia-სთან ერთად ერთობლივი სტენდით მონაწილეობდა და საერთაშორისო ავიაბაზარზე ქვეყნის საავიაციო და ტურისტული შესაძლებლობები წარადგინა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილი განცხადებით, ფორუმის ფარგლებში 45-მდე შეხვედრა გაიმართა როგორც მოქმედ, ასევე პოტენციურ ახალ ავიაკომპანიებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო გადამზიდავებთან, როგორებიც არიან United Airlines, British Airways, ITA Airways, Finnair და easyJet.
ლევან მოსეშვილის განცხადებით, პარტნიორებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საქართველოს მზარდი ტურისტული ნაკადები, ეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყნის ტრანზიტული მდებარეობა და ავიაბაზრის განვითარების დინამიკა. ფორუმის მთავარი მიზანი ახალი ავიამიმართულებებისა და არსებული რეისების სიხშირეების ზრდაზე იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული ბაზრის გაფართოებას, ასევე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებების განვითარებას.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, Routes Europe 2026-ზე აქტიურმა მონაწილეობამ კიდევ ერთხელ გააძლიერა ქვეყნის, როგორც რეგიონული საავიაციო ჰაბის პოზიციონირება და შექმნა საფუძველი საერთაშორისო ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებისთვის.