მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

ახალი ესპანური ბრენდი ბათუმში - Occidental Hotels & Resorts „იელთი ჯგუფისგან“

news image
mbc image

ბათუმში ახალი ესპანური ბრენდის Occidental Hotels & Resorts-ის სასტუმრო გაიხსნება. პროექტი „იელთი ჯგუფისა“ და Barceló Hotel Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო სასტუმრო და საინვესტიციო ბაზარზე.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებით, „იელთი ჯგუფს“ ესპანური სასტუმრო ქსელის, Barceló Hotel Group-ის წამყვანი ქვებრენდი - Occidental Hotels & Resorts საქართველოში შემოჰყავს. სასტუმრო ბათუმის ახალ ბულვარში, მულტიფუნქციურ კომპლექს „იელთი კვარტალში“ განთავსდება. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის ტურისტული და უძრავი ქონების სექტორისთვის. Occidental-ის ბრენდი ცნობილია თავისი ფუნქციონალურობითა და კომფორტით. პროექტის მართვაზე Barceló Hotel Group-ის მენეჯმენტი იზრუნებს და მართვისა და მომსახურების ევროპულ ხარისხს უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ „იელთი ჯგუფი“ Barceló Hotel Group-თან უკვე 2024 წლიდან წარმატებულად თანამშრომლობს ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსით, რომლის ფარგლებშიც თბილისის შუაგულში მასშტაბური პროექტი - „ესპანური კვარტალი“ შენდება.

Barceló Hotel Group-ის განვითარების ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ მდგრადი ზრდა, ოპერაციული სრულყოფილება და უწყვეტი ინოვაცია გრძელვადიანი წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალებია.

მსოფლიოს წამყვან სასტუმრო მმართველ კომპანიად (World's Leading Hotel Management Company) ზედიზედ მეხუთედ დასახელება მხოლოდ მორიგი ჯილდო არ არის, ეს არის იმ კორპორაციული კულტურის აღიარება, რომელიც ეფუძნება ხარისხს, სტუმრის გამოცდილებას, ღირებულების შექმნასა და გრძელვადიან ხედვას.

Barceló Hotel Group-ის საერთაშორისო რეპუტაციისა და ოპერაციული ექსპერტიზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა Kempinski Group-თან სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, Barceló უზრუნველყოფს Kempinski-ის პორტფელში შემავალი უმაღლესი კლასის სასტუმროების კომერციულ და ოპერაციულ მართვას.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმრო ოპერატორის პოზიციას და ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალური სასტუმრო მენეჯმენტი ინვესტორებისა და ქონების მფლობელებისთვის მდგრადი ღირებულების შესაქმნელად.

„იელთი ჯგუფის“ სტრატეგიული თანამშრომლობა Barceló Hotel Group-თან, კომპანიის მიერ შექმნილი პროექტების მასშტაბებს, სანდოობასა და საერთაშორისო ხარისხს ადასტურებს. ამასთანავე, „იელთი კვარტალში“ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ინტეგრაცია და Barceló-ს მართვის ევროპული სტანდარტი მფლობელებსა და სტუმრებს პრემიუმ კლასის მომსახურებას შესთავაზებს, რაც თავის მხრივ, ინვესტიციების მომგებიანობის გარანტიაა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს არ არის უბრალოდ შეთანხმება, ეს არის ევროპული გამოცდილებისა და სტუმარმასპინძლობის სტანდარტების ინტეგრაცია ქართულ ბაზარზე და „იელთი ჯგუფი“ საფუძველს უყრის პროექტს, რომელიც ახალ
ეტაპზე გადაიყვანს მიმდინარე დეველოპმენტს. გამოცდილ და მასშტაბურ ბრენდთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს შექმნას მაღალი კლასის მიზიდულობის ცენტრი, როგორც დედაქალაქში, პროექტ „ესპანურ კვარტალში“, ისე საქართველოს შავიზღვისპირეთში - „იელთი კვარტალში“.

"იელთი ჯგუფი" განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ესპანეთის სამეფოში, მის აღმატებულებას, ბ-ნ ალექსანდრე ჭკუასელს ამ პარტნიორობის მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „იელთი ჯგუფი“ ნიუ-იორკში დაგეგმილი ქართული ფესტივალის „ზეიმის“ მთავარი პარტნიორია

21.08.2026.20:02

თანამედროვე ბიზნესი სცდება ვიწრო კომერციულ მიზნებს, კომპანიის წარმატება სულ უფრო მეტად იზომება იმ ღირებულებით, რასაც ის საზოგადო ინტერესებისა და ქვეყნის ზოგადი პოპულარიზაციისთვის ქმნის.
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა „იელთი ჯგუფის“ გადაწყვეტილება, გახდეს ნიუ-იორკში დაგეგმილი მასშტაბური ქართული ფესტივალის, „ზეიმის“ (ZEIMI) მთავარი პარტნიორი.

30 აგვისტოს, ბრუკლინის ცენტრში დაგეგმილი ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებას და საქართველოს კულტურული თუ ბიზნეს პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

ერთი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცე ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ცენტრი გახდება. სტუმრებს დახვდებათ ღვინისა და კულინარიის სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. პატარა სტუმრებისთვის „იელთი ჯგუფი“ განსაკუთრებულ საბავშვო ზონას წარადგენს, ხოლო კომპანიის სპეციალურ სტენდთან დამთვალიერებლებს ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„იელთი ჯგუფის“ ფილოსოფია ცხადყოფს, რომ კომპანიის განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანურ ურთიერთობებთან და იმ საზოგადოების მხარდაჭერასთან, რომელიც ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან. "ზეიმის" მთავარი ღირებულებაც სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ქართველები მეტად უკავშირდებიან სამშობლოს. ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრები კი ქვეყნის მრავალფეროვნებას ეცნობიან.

„იელთი ჯგუფის“ ჩართვა ამ პროცესში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მზაობას, გასცდეს ჩვეულებრივ კომერციულ ჩარჩოებს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც საქართველოს ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა