მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

ახალი მასშტაბური პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობა და უცხოურ ბაზრებზე გაფართოების გეგმები - „არტიტექსის“ დირექტორი კომპანიის განვითარების შესახებ

news image
mbc image

„არტიტექსი“ არქიტექტურული და საპროექტო კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა მასშტაბის პროექტებზე მუშაობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დეველოპერულ პროექტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას. მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი დარეჯან შათაშვილი ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს „არტიტექსს“ ამ ეტაპზე? რომელ პროექტებზე მუშაობს კომპანია და რა მიმართულებებია ამჟამად პრიორიტეტული?

„არტიტექსის“ მიმდინარე პროექტებს შორისაა „იგლ ჰილსის“ ფონიჭალის პროექტი, რომელშიც ამ ეტაპზე აქტიურად ვართ ჩართული. ასევე, ჩვენი პროექტით შენდება წალენჯიხის იუსტიციის სახლი, რომელსაც ვასრულებთ კონკურსის მოგების საფუძველზე.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გავაქტიურდით სახელმწიფო პროექტებში. აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებსა და კონკურსებში, რადგან ინფრასტრუქტურისა და იუსტიციის სახლების მხრიდან არაერთი საინტერესო პროექტი იქნა შემოთავაზებული და ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან ინტერესი დიდია.

ამასთანავე, კვლავ ვთანამშრომლობთ დეველოპერულ კომპანიებთან. ჩვენი დამკვეთია „თეთრი კვადრატი“, „მეტროპოლი“ და სხვა. არსებულ პარტნიორებსა და მიმდინარე პროექტებს დაემატა „იგლ ჰილსიც“, რომელიც ჩვენი კორპორატიული დამკვეთია. ამ კომპანიასთან აქტიურ სამუშაო ფაზაში ვართ და ამ ეტაპზე საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ.

მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა საერთაშორისო აღიარება და ორი ჯილდო მოიპოვა. როგორ შეაფასებთ ამ შედეგს და რა მნიშვნელობა აქვს მსგავს აღიარებას კომპანიის საქმიანობისა და საერთაშორისო ცნობადობისთვის?

პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მესტიის ქორწინების სახლმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. თავდაპირველად პროექტს ორი ჯილდო ჰქონდა მიღებული ტოკიოში და იტალიაში, ახლა კი კვლავ ტოკიოში დაჯილდოვდა. ჯამში, პროექტს უკვე სამი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული.

ეს საკმაოდ მასშტაბური აღიარებაა და ძალიან გვიხარია, რადგან ამით მხოლოდ „არტიტექსის“ სახელი კი არ ხდება ცნობილი, არამედ საქართველოს სახელიც გადის საერთაშორისო ასპარეზზე. პროექტმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ საერთაშორისო დონის დამკვეთებთან შეხვედრების დროს ხშირად გვეუბნებიან, რომ მესტიის ქორწინების სახლი უკვე ნანახი აქვთ და მის შესახებ ინფორმაციას ფლობენ.

მაგალითად, სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის Marriott-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას აღმოჩნდა, რომ მან უკვე იცოდა ამ პროექტის შესახებ. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხოლოდ კონცეფციური პროექტი შევქმენით და ეს სამუშაო საჩუქრად შევასრულეთ. პროცესში იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობაც აქტიურად იყო ჩართული და პროექტზე გუნდურად ვმუშაობდით. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა სივრცე, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მორგებული საქართველოს მოსახლეობასა და ადამიანების საჭიროებებზე, მათ კომფორტზე. ქორწინების სახლის ფუნქციიდან გამომდინარე, ამ პროექტს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია მისი მდებარეობა - მესტია, თავისი უნიკალური ბუნებრივი გარემოთი და კულტურული იდენტობით. ვფიქრობ, სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა პროექტის განსაკუთრებული მოწონება საერთაშორისო ასპარეზზე.

როგორია კომპანიის საერთაშორისო საქმიანობა? მუშაობთ თუ არა უცხოელ დამკვეთებთან და განიხილავთ თუ არა ახალი ბაზრების ათვისებას?

საერთაშორისო ბაზარზე უცხოელ დამკვეთებთან აქტიურად ვმუშაობთ. გვყავს უცხოელი პარტნიორები როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე სხვა ქვეყნებში და სხვადასხვა პროექტს ვემსახურებით. თუმცა, მათი უმეტესობა კონფიდენციალურია, შესაბამისად, კონკრეტული პროექტების შესახებ დეტალების გაზიარების შესაძლებლობა არ გვაქვს.

ამ ეტაპზე ერთ-ერთი ასეთი პროექტია ჰეიდარ ალიევის სახელობის თეატრი, რომლის განხორციელებაშიც უცხოელ დამკვეთთან ერთად ვართ ჩართული.

რა გეგმები აქვს „არტიტექსს“ სამომავლოდ? იგეგმება თუ არა ახალი მასშტაბური პროექტების განხორციელება, საქმიანობის გაფართოება ან საერთაშორისო მიმართულების გაძლიერება?

ჩვენი კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე და ყოველწლიურად საკმაოდ მასშტაბურად ვიზრდებით. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ, რომ 2027 წელს ახალი ფილიალები უკვე საერთაშორისო ბაზრებზეც გავხსნათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ამ მიმართულებით გეგმები გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი საწყის ეტაპზეა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გიორგი მაისურაძე: „განვითარება მოქმედებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის ისტორია

02.11.2026.17:03

განათლება სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა შედეგით იზომება. გიორგი მაისურაძისთვის კი ის სამყაროს გაგებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის საშუალებაა. საქართველოს ბანკის სტიპენდიატმა უკვე იცის, როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი: სურს, ერთ დღეს აუდიტორიაში ლექტორის როლში დადგეს და სტუდენტებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.

ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ბაკალავრიატის სტუდენტებს 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გიორგის ისტორიაც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მხარდაჭერა ახალგაზრდისთვის ახალი მიზნების და აღმოჩენების საწყისად იქცეს.

„მნიშვნელოვანია გესმოდეს, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა“

გიორგიმ აკადემიური გზა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაიწყო, მოგვიანებით კი პოლიტიკური მეცნიერებებით დაინტერესდა. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მოვლენების ცოდნა არ არის - მას აინტერესებს მათი გამომწვევი მიზეზები, ურთიერთკავშირები და შესაძლო შედეგები. სწორედ ეს ცნობისმოყვარეობა გახდა მისი პროფესიული არჩევანის საფუძველი.

სტუდენტური ცხოვრება მისთვის მხოლოდ ლექციებით არ შემოიფარგლება. სწავლას სამსახურსა და სხვა პასუხისმგებლობებს უთავსებს, რამაც დროის სწორად განაწილება და სირთულეებთან გამკლავება ასწავლა. ამ გამოცდილებამ დაანახა, რომ განვითარება მხოლოდ აუდიტორიაში მიღებული ცოდნით არ შემოიფარგლება.

დედა - მთავარი მაგალითი და ინსპირაცია

როცა გიორგი ინსპირაციის წყაროზე საუბრობს, პირველ რიგში დედას ასახელებს. სწორედ მისი მაგალითით ისწავლა, რომ გამოწვევები გზის დასასრული არ არის და სირთულეების მიუხედავად, საკუთარ მიზნებზე უარი არ უნდა თქვა. ეს დამოკიდებულება დღესაც ეხმარება, განაგრძოს განვითარება და თავდაჯერებულად იაროს საკუთარი მიზნებისკენ.

სტიპენდია, როგორც ნდობის გამოხატულება

საქართველოს ბანკის სტიპენდია გიორგისთვის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ არის. ეს საკუთარი შრომისა და შესაძლებლობების აღიარებაცაა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიღაც შენს შესაძლებლობებს ხედავს და საკუთარი მიზნების მიღწევაში გეხმარება“, - ამბობს გიორგი.

მისთვის ეს მხარდაჭერა დამატებითი მოტივაციაა, უფრო თამამად დაისახოს ახალი მიზნები. ამასთან, თავადაც სურს, მომავალში სხვებისთვის გახდეს შესაძლებლობების შექმნისა და განვითარების ხელშემწყობი.

მთავარი მიზანი: სწავლა საზღვარგარეთ და ცოდნის გაზიარება

უახლოეს მომავალში გიორგი სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას გეგმავს. მას სურს, გაეცნოს სხვა ქვეყნების აკადემიურ გამოცდილებას, გაიღრმაოს ცოდნა და მიღებული გამოცდილება საქართველოში გამოიყენოს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი საკუთარ თავს ლექტორის როლში ხედავს - ადამიანად, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს სტუდენტებს, არამედ მათ დამოუკიდებელ აზროვნებასა და სამყაროს უკეთ შეცნობაშიც დაეხმარება.

რჩევა მომავალ სტიპენდიატებს

გიორგის რჩევა მათთვის, ვისაც საქართველოს ბანკის სტიპენდიატის სტატუსის მოპოვება სურს, მარტივია:

„ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როცა სრულიად დარწმუნებული იქნებით. შეცდომების არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან განვითარება სწორედ მოქმედებისა და გამოცდილების დაგროვების პროცესში ხდება“.

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე

საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. თუ ბაკალავრიატის სტუდენტი ხარ და გსურს, განათლების გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგა, შეავსე განაცხადი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე და მიიღე სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში.

განაცხადების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია  საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდზე.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე. 

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა