ახალი მიმართულებები, საერთაშორისო პარტნიორები და გაფართოების გეგმები - როგორ ვითარდება ტურისტული კომპანია Escapers
Escapers ტურისტული კომპანიაა, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელს ანი კეკელიას ესაუბრა.
როგორია Escapers-ის განვითარების მიმდინარე ეტაპი და რა სიახლეებზე მუშაობთ ამჟამად?
12 წელზე მეტია ტურისტულ ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს ჩვენი კომპანია და ბოლო 3 წელია გამყვანი ტურების მიმართულებაც შევიტანეთ ჩვენს პორტფოლიოში. ამჟამად, აქტიური განვითარების ეტაპზე ვართ - ვმუშაობთ ახალი მიმართულებების დამატებაზე, რადგან ქართველ მოგზაურებს უფრო მეტი ინტერესი უჩნდებათ, გამოცდილების მატებასთან ერთად.
ვაფართოებთ პარტნიორულ ქსელს საერთაშორისო დონეზე და აქტიურად ვმონაწილეობთ ტურისტულ გამოფენებში, სადაც ახალი შესაძლებლობები და კონტაქტები იძებნება. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ყოველ სეზონზე სიახლე შევთავაზოთ და მაქსიმალურად მოვერგოთ მათ სურვილებსა და ბიუჯეტს.
როგორ იცვლება ქართველი მოგზაურების ინტერესები და რომელ მიმართულებებზეა დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
ქართველი მოგზაური თვალსაჩინოდ გახდა უფრო მომთხოვნი და გამოცდილი. სეზონის გათვალისწინებით ყველაზე მაღალი მოთხოვნა ზღვის კურორტებზეა - განსაკუთრებით საბერძნეთი და სამხრეთი იტალია ლიდერობს. ეს მიმართულებები მიმზიდველია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის, ვიზუალური სილამაზისა და ქართველი ტურისტისთვის ხელმისაწვდომი ფასების გამო. ვიყენებთ მეზობელი ქვეყნის - სომხეთის პირდაპირ რეისებს და ეს გვეხმარება უფრო ბიუჯეტური და საინტერესო ტურები შევთავაზოთ ცხელ სეზონებზეც კი ჩვენს მოგზაურებს.
რა როლს თამაშობს ციფრული პლატფორმები და ონლაინ სერვისები ტურისტული კომპანიის განვითარებაში?
ციფრული პლატფორმები და ონლაინ სერვისები დღეს განუყოფელი ნაწილია ნებისმიერი წარმატებული ტურისტული კომპანიის საქმიანობაში. პირველ რიგში პროცესებს ამარტივებს და რეალურ სარგებელს იძლევა - როგორც ფინანსური, ისე დროის კუთხით. საკუთარი ვებსაიტი ონლაინ ჯავშნით, სოციალური მედია, Google-ის პლატფორმები და B2B არხები ერთობლივად გვეხმარება სწორ აუდიტორიამდე მისვლაში და მომხმარებელთან სწრაფი, მოქნილი კომუნიკაციის შენარჩუნებაში.
როგორ გეგმავთ საერთაშორისო და რეგიონალურ გაფართოებას და რა არის Escapers-ის მთავარი სამომავლო მიზნები?
ჩვენი განვითარების სტრატეგია ორ მთავარ სვეტს ეყრდნობა. პირველი - ახალი ქვეყნებისა და მიმართულებების დამატება, რაც ჩვენს კლიენტებს სულ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შეუქმნის. მეორე - B2B და კორპორატიული ტურების სეგმენტის გამყარება, რადგან ვხედავთ, რომ კომპანიები სულ უფრო მეტად ეძებენ ორგანიზებულ, პროფესიონალურ გამოსავალს გუნდური ღონისძიებებისა და სამოტივაციო ტურებისთვის. 12 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ბოლო 3 წელში გამყვანი ტურებში მიღებული ცოდნა ჩვენთვის მყარი საფუძველია, რომელზეც ამ ახალ მიმართულებებს ვაშენებთ. მიზანი მარტივია - Escapers იყოს ის კომპანია, რომელსაც ქართველი მოგზაური პირველ რიგში ენდობა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
12.10.2026.17:17
საქართველოს ბანკი ბიზნესი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორი კომპანია მონოლით ჯგუფი თბილისში, მეტრო გოცირიძის მიმდებარედ - ვახტანგ ნინუას ქუჩა #2-ში, Monolith New Depo-ს საცხოვრებელ და კომერციულ პროექტს ახორციელებს.
პროექტი 36,414 კვ.მ-ზე ხორციელდება და ის 8 კორპუსს გააერთიანებს - ჯამში 1,362 საცხოვრებელი ბინას და 6,000 კვ.მ-ზე კომერციულ ფართებს. პროექტის ინფრასტრუქტურა გამწვანებულ სივრცეებს, სამდონიან მიწისქვეშა პარკინგს, საცურაო აუზს, პადელის კორტებს, სავარჯიშო და საბავშვო სივრცეებს მოიცავს.
პროექტის მშენებლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2029 წლის სექტემბერში არის დაგეგმილი.
„დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. Monolith New Depo-ს პროექტი აერთიანებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას. პროექტის მასშტაბი და დაგეგმილი სივრცეების მრავალფეროვნება მის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენი მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი ძაგანიამ.