მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ახალი პარტნიორობა - მიკრობანკი კრისტალი და ანდერსენ ჯორჯია მეწარმეების მხარდაჭერის გაძლიერებაზე თანამშრომლობენ

news image
mbc image

ანდერსენ ჯორჯიასა და მიკრობანკ კრისტალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეებისთვის პროფესიულ მხარდაჭერას, ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული ცოდნის ხელმისაწვდომობის ზრდას და მცირე ბიზნესის ოპერირების ხარისხის გაუმჯობესებას.

მემორანდუმს ხელი კრისტალის ლიზინგის დირექტორმა, კახა გაბესკირიამ და ანდერსენ ჯორჯიას დირექტორმა და უფროსმა პარტნიორმა, გიორგი სვანაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ანდერსენ ჯორჯია კრისტალის მეწარმე კლიენტებს უსასყიდლოდ გაუწევს მხარდაჭერას.

დოკუმენტი მოიცავს ერთობლივ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ინიციატივებს, რომლებიც კრისტალის მეწარმე კლიენტებისთვის ცოდნასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას გააძლიერებს. თანამშრომლობა გულისხმობს ტრენინგების, სემინარებისა და ვორკშოპების ჩატარებას, ასევე ინდივიდუალურ ონლაინ კონსულტაციებს იურიდიულ და საგადასახადო თემებზე.

მემორანდუმის ფარგლებში კრისტალის მეწარმე მომხმარებლები მიიღებენ ორი ძირითადი ტიპის მხარდაჭერას:

საგანმანათლებლო ტრენინგებს, მათ შორის სემინარების, ტრენინგებისა და ვორკშოპებს, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური შეხვედრების ფორმატში. ასევე, 1.5 საათიან ონლაინ საკონსულტაციო სესიას, სადაც ანდერსენის ექსპერტები განიხილავენ მათთვის აქტუალურ იურიდიულ და საგადასახადო საკითხებს, დაეხმარებიან რისკების შეფასებასა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას.

როგორც კრისტალის ლიზინგის დირექტორი კახა გაბესკირია აღნიშნავს: „ანდერსენ ჯორჯიასთან პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს შევთავაზოთ ჩვენს SME მომხმარებლებს ისეთი საკონსულტაციო სერვისები, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის მაღალი დონის იურიდიული და საგადასახადო ექსპერტიზაზე ხელმისაწვდომობას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითრებას და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. ორგანიზაციული თვალსაზრისით, ეს თანამშრომლობა სრულად შეესაბამება კრისტალის მისიას - მხარი დავუჭიროთ მეწარმეებს, კაპიტალით, ცოდნითა და უნარების გაძლერებით, რათა მათ მიეცეთ გაუმჯობესებული შესაძლებლობა ზრდისთვის. ჩვენი მომხმარებლების გაძლერებით ძლერედება ჩვენი კომპანიაც და ერთად შეგვაქვს წვლილი ჩვენი ქვეყანის ეკონომიკის გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ, ანდერსენ ჯორჯიასთან პარტნიორობას განვიხილავთ როგორც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს მდგრადი და კონკურენტული მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.“

ანდერსენ ჯორჯიას დირექტორისა და უფროსი პარტნიორის, გიორგი სვანაძის, თქმით: „მიკრობანკ კრისტალსა და ანდერსენ ჯორჯიას შორის გაფორმებული მემორანდუმი არის ახალი განაცხადი საკონსულტაციო და ფინანსური სექტორის თანამშრომლობისა. აღნიშნული საშულებას აძლევს ბიზნესს მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ჩართულობით, რათა სწორად შეფასდეს მოსალოდნელი რისკები და შედეგები. ჩვენი მიზანია, საქართველოში თითოეულ რეგიონში მყოფ ბიზნესს საშუალება ჰქონდეს მიეწოდოს ხარისხიანი საგადასახადო თუ იურიდიული მომსახურება შესაბამისი ფინანსური და სხვა სახის გადაწყვეტილებების მიღებისას, რამეთუ ხშირად ბიზნესის განვითარება სწორედ ამ გადაწყვეტილებების სისწორეზეა დამოკიდებული. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე ბიზნესისთვის, რომელსაც ხშირად არ აქვს შესაძლებლობა სათანადოდ შეაფასოს გადაწყვეტილებების სამართლებრივი თუ საგადასახადო შესაბამისობა. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კი მეტყველებს, ჩვენს საერთო მისწრაფებაზე ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებისა და გაუმჯობესების მიმართულებით.“

ანდერსენ ჯორჯია  — Andersen Global-ის წევრი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ბიზნესს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ, საგადასახადო, ფინანსურ, საბუღალტრო, ბიზნეს საკონსულტაციოდა სხვა სახის მომსახურებებს. კომპანიას აქვს იურიდიული მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება სამეწარმეო სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების გადაწყვეტის, საარბიტრაჟო, საფინანსო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და სხვა მიმართულებით. კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო და ადგილობრივ საგადასახადო დაგეგმვას, ფინანსურ და ბუღალტრულ, ასევე HR მომსახურებას. ანდერსენის გლობალური ქსელი შესაძლებლობას იძლევა მარტივად და სწრაფად გაუწიოს კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა