ახალი პროდუქტი კომპანიებისთვის - Profy ბიზნესი
Profy-მ Profy Business წარადგინა - B2B პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ოფისის სერვისების ერთიან მართვას, ბიუჯეტირებასა და კონტროლს სთავაზობს , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, გიორგი აბაკელიამ განუცხადა.
„Profy-მ Profy Business წარადგინა - ეს არის B2B პლატფორმა, რომელიც კომპანიებს სთავაზობს ერთიან სისტემას ოფისისთვის საჭირო სერვისების მისაღებად, დასაბიუჯეტებლად და გასაკონტროლებლად.
ახალი პროდუქტი პირდაპირ პასუხობს იმ გამოწვევებს, თუ როგორ იმართება ყოველდღიური ოპერაციები ქართული ბიზნესების უმეტესობაში: WhatsApp-ის ჯგუფების, ნაღდი ფულის და ოფის-მენეჯერების პირადი კონტაქტების მეშვეობით.
არა აქვს მნიშვნელობა, ერთ ოფისს მართავთ თუ ორმოცდაათს, ყოველდღიური სერვისების მართვის სტილი წლებია არ შეცვლილა. ეს კვლავ WhatsApp-ში მიწერ-მოწერა, ნაღდი ფული და მენეჯერის პირადი კონტაქტებია. ჩვენი მიზანია, ეს რეალობა შევცვალოთ.
რა არის Profy Business?
Profy Business ოპერაციების, ფინანსებისა და ადმინისტრაციის გუნდებს სთავაზობს ერთიან სამართავ პანელს რათა:
● გამოიძახონ 50-ზე მეტი სხვადასხვა სერვისი
დალაგება, სანტექნიკა, ელექტროობა, უნივერსალური ხელოსანი, კონდიციონერის შეკეთება, გადაზიდვა, რემონტი თუ It სერვისები;
● განსაზღვრონ ბიუჯეტი და წვდომის წესები გუნდების მიხედვით დეპარტამენტებს, სართულებს ან ფილიალებს ექნებათ საკუთარი ყოველთვიური ლიმიტი, ნებადართული სერვისების სია და პასუხისმგებელი პირები;
● აკონტროლონ ხარჯები რეალურ დროში
კატეგორიზებული სამართავი პანელი ანაცვლებს დაგროვილ ქვითრებსა და პოსტ-ფაქტუმ ასანაზღაურებელ ხარჯებს;
● მიიღონ ერთიანი ყოველთვიური ინვოისი
რაც ჩაანაცვლებს სხვადასხვა ვენდორთან ცალ-ცალკე ანგარიშსწორების მოძველებულ პრაქტიკას;
● მართონ მრავალი ლოკაცია მარტივად
კომპანიებს, რომლებსაც აქვთ რამდენიმე ფილიალი ან ოფისი, შეუძლიათ ყველა მათგანი ერთი პანელიდან გააკონტროლონ.
რატომ ახლა?
დღეს სხვადასხვა ზომისა და სექტორის ქართულ კომპანიებს ყოველდღიური ოპერაციები არაფორმალური კომუნიკაციიდან ციფრულ პლატფორმებზე გადააქვთ. Profy Business არის სერვისების შესყიდვის პირველი ქართული პლატფორმა, რომელიც Profy-ს უკვე არსებულ, წარმატებულ ბაზაზე შეიქმნა.
გაშვების ეტაპზე Profy მიზნად ისახავს მომხმარებელთა ფართო სეგმენტის მოცვას - დაწყებული ერთი ოფისის მქონე სტარტაპებიდან, პროფესიული სერვისების კომპანიებიდან და კლინიკებიდან, დასრულებული რესტორნებისა და რითეილის ქსელებით, უძრავი ქონების მართვის კომპანიებით, სასტუმროებითა და მსხვილი კორპორაციებით.
მთავარი მონაცემები ციფრებში
|
500+ |
ხელმისაწვდომი სერვისების რაოდენობა |
|
7 წუთი |
კომპანიის სისტემაში რეგისტრაციის საშუალო დრო |
|
2 წუთი |
თანამშრომლის მიერ სერვისის გამოძახების საშუალო დრო |
|
იმავე დღეს |
კომპანიას პირველივე სერვისის გამოძახება რეგისტრაციის დღესვე შეუძლია |
ხელმისაწვდომობა და ტარიფები
Profy Business-ს არ აქვს ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადი ან სერვისების გამოყენების სავალდებულო ლიმიტი. სისტემა სრულად არის მორგებული კომპანიის რეალურ საჭიროებებზე, პლატფორმაზე რეგისტრირებული ბიზნესი თავად წყვეტს, როდის და რა მოცულობის მომსახურება სჭირდება. თქვენ იძახებთ ზუსტად იმდენ სერვისს, რამდენიც გსურთ და იხდით მხოლოდ მიღებული მომსახურების შესაბამის თანხას ", - აცხადებს გიორგი აბაკელია.
Profy Business-ის სერვისების სარგებლობისთვის ეწვიეთ - https://business.profy.ge/
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.