მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.5
-0.0161
flag
AZN 1.5416
-0.0025
flag
CNY 38.979
-0.0068
flag
EUR 3.0314
-0.011
flag
GBP 3.5322
-0.0205
flag
KZT 57.61
0.0031
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6205
-0.0045
news banner

ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა

news image
mbc image

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების მეუღლეებს პროფესიულ გადამზადებასა და თვითდასაქმების შესაძლებლობას თავაზობს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ტრენინგ ცენტრში “ახალი კარიერა” ექვსთვიან კურსს გადიან - ტანსაცმლის კონსტრუირებასა და კერვაში.

სწავლების პროცესში მონაწილეები ეუფლებიან როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს —საქარგავ და საკერავ მანქანებთან მუშაობას, პროდუქტის მოდელირებას, სამოსის დამზადების სრულ ციკლს. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ, შექმნან საკუთარი მცირე ბიზნესი და გააუმჯობესონ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტის დამფუძნებლების ინიციატივით დაარსდა. კომპანია კი ფონდის მთავარი დონორი გახდა და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.

2025 წლის განმავლობაში ფონდის 160 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. 489 000 ლარით დაფინანსდა 63 სამხედრო მოსამსახურის, 346 000 ლარით - 97 ვეტერანის სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი საჭიროებები. მოზიდული სახსრებით ფონდმა უზრუნველყჰო ასევე ბენეფიციართა ოჯახებისთვის სამედიცინო სერვისების და სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება.

სილქნეტის დონაცია უკვე 2 381 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ფონდს ყოველწლიურად არაერთი კომპანია და კერძო პირი უერთდება. 2025 წლისთვის ფონდმა შემოწირულობის სახით მიიღო 744 947 ლარი: 605 403 ლარი იურიდიულ პირთა შემოწირულობაა, 139 544 ლარი - ფიზიკურ პირთა შენატანი.

სოციალური კვლევის საფუძველზე, ფონდმა ბენეფიციართა საჭიროებები განსაზღვრა და მოკლე დროში შექმნა სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მეუღლეებს დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად გადამზადების საჭირო რესურსებს აწვდის. პროგრამის მსმენელები იღებენ იურიდიულ და საბაზისო ბიზნეს ცოდნას, რაც მათ ახალ პროფესიულ გზაზე დამატებით გააძლიერებს. ამ ეტაპზე კურსს ათი მსმენელი გადის, ხოლო სოციალური საწარმო მისი გაფართოებისთვის და მეტი ბენეფიციარის მისაღებად ემზადება.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს” ყოველწლიურად მრავალი კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი უერთდება, რაც ხელს უწყობს დონაციის მასშტაბების ზრდას, გმირი მეომრებისა და მათი ოჯახების გასაძლიერებლად. ფონდის მიზანია იმ ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარება, სადაც მებრძოლთა და ვეტერანთა მიმართ მხარდაჭერის განვითარებული სისტემა არსებობს. თანაბრად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია დონაციის განხორციელება ფონდის  ვებ გვერდიდან და ასევე, ფონდის საქველმოქმედო ნომერზე ერთი ზარით - 0 901 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი x Emolas Corporation - ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება

04.09.2026.15:19

საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის კულტურული ღონისძიებების ახალ სერიას აანონსებს. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და კონცერტი გაიმართა, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის გასტროლი ნიუ-იორკში.

ამჯერად, 2026–2027 წლების კულტურული სეზონი Georgia is the Great სახელწოდებით გაიმართება. ის აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებებს - მუსიკას, თეატრს, კლასიკურ და თანამედროვე ხელოვნებას, ელექტრონულ მუსიკასა და ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას.  

ახალი სეზონი 9 ოქტომბერს ნიუ-იორკში, Sony Hall-ში, Worth the Wait ღონისძიებით გაიხსნება, 11 ოქტომბერს კი ფილადელფიაში, Fabrika-ში გაგრძელდება. საღამოს მთავარი სიურპრიზი ქართველი არტისტის ამერიკულ სცენაზე გამოჩენა იქნება, რომლის ვინაობასაც ორგანიზატორები ღონისძიებამდე არ ამხელენ. 

17-18 ოქტომბერს ბრუკლინში, 1896-ის სივრცეში, ორდღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - EZO Festival გაიმართება. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ფესტივალის ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს 10 სექტემბრამდე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

ქართული მუსიკისა და კინოს მოყვარულებს განსაკუთრებული საღამო ელოდებათ 29 ნოემბერს, ნიუ-იორკის The Town Hall-ში, სადაც ნიკოლოზ რაჭველი:Memory Card ღონისძიება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და გიორგი უშიკიშვილი;

2027 წლის 10 თებერვალს, კარნეგი ჰოლის სცენაზე ნინო სურგულაძის  და ჯონათან ტეტელმანის ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი  გალა კონცერტი გაიმართება, რომელსაც კონსტანტინე ორბელიანი უდირიჟორებს.

ქართული კულტურის ახალი სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლია - 16-18 აპრილს ნიუ-იორკის Lincoln Center-ის David H. Koch Theater-ში მაყურებელი გედების ტბას იხილავს.

სეზონის პროგრამას კი დაასრულებს  გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი პროექტი - Georgian on My Mind. ღონისძიება 23 აპრილს ნიუ იორკში - The Appel Room, Jazz at Lincoln Center-ში, ხოლო 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის არხებს და არ გამოგრჩეთ Georgia is the Great-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბილეთების შეძენისას სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა