მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ახალი პროგრამა ექსპორტიორებისთვის, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იწყებს - დეტალები

news image

სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ მუდამ ვფიქრობთ განვითარებაზე და ექსპორტიორ კომპანიებს ახალ პროგრამას ვთავაზობთ, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ექსპორტის მხარდასაჭერად შექმნილი ახალ პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

ახალი პროგრამა ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან.

„სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ ექსპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს. დღესდღეობით, ექვსზე მეტი პროგრამა გვაქვს დანერგილი, გადამზადების თუ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით. თუმცა, ჩვენ მუდამ ვფიქრობთ განვითარებაზე და ჩვენი გუნდის ინიციატივით, ექსპორტიორ კომპანიებს ახალ პროგრამას ვთავაზობთ, რომლითაც ყველა მეწარმეს ინდივიდუალურად ვაძლევთ საშუალებას, თავად აირჩიოს საერთაშორისო გამოფენა, თუ თვლის რომ ის გამოფენები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს კალენდარში, მისთვის საკმარისი არ არის და სურს მეტად გააფართოოს არეალი.

კომპანიებს ვაძლევთ თავისუფლებას აირჩიონ კონკრეტული ქვეყანა და გამოფენა, სააგენტო კი 80-90%-მდე გრანტის სახით აუნაზღაურებს ხარჯებს. დავფარავთ ყველა სტრატეგიულ ბაზარს - იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, აზიის კონტინენტი, ასევე აფრიკის ნაწილი. საერთაშორისო გამოფენა ყველაზე ეფექტური გზაა მეწარმემ იპოვოს პროდუქციის შემსყიდველი. ჩვენი სტატისტიკით, ყოველი მეორე და მესამე მონაწილეობა გამოფენაში, კომპანიას საშუალებას აძლევს გაიტანოს პროდუქცია ექსპორტზე.

ასე რომ, მოვუწოდებ ექსპორტიორ კომპანიებს, გაეცნონ ახალ პროგრამას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თუ ფიქრობენ კონკრეტული მიმართულებით გეოგრაფიულ გაფართოებას, ჩვენ მათ დავეხმარებით საერთაშორისო გამოფენებზე,“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

პროგრამის ამოქმედებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი გვანცა მელაძე, რომელიც ამბობს, რომ ინდივიდუალური მიდგომა ექსპორტის წახალისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ზოგადად გამოფენებზე მონაწილეობა არის ექსპორტის წახალისებისა და ბაზარზე შესვლის შესვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა, რასაც ასე თუ ისე კომპანიები ძალიან კარგად იყენებენ და 10 წელზე მეტია, რომ ჯგუფურად ხდება კომპანიების დაფინანსება და ეროვნული სტენდების გაკეთება გამოფენებზე. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ მეორეს მხრივ იკარგება ისეთი კომპანიების პოტენციალი, რომლებიც არ არიან გაწევრიანებულნი რაიმე ჯგუფებში და არ წარმოადგენენ კონკრეტულ დარგს. ანუ როცა ამ დარგში 1 ან 2 კომპანიაა და ისინი ვერ ახერხებენ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებულ გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა.დღევანდელი სიახლე ძალიან წაადგება კერძო სექტორს იმიტომ, რომ ინდივიდუალური მიდგომა ზოგადად ექსპორტის წახალისებისკენ არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ინკლუზიური პროგრამა და უფრო მცირე მეწარმეები, რომელთაც აქამდეც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მიეღოთ მონაწილეობა გამოფენებში, რომ ახლა უკვე შეძლებენ, რომ მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეკლამირება ისეთ ბაზრებზე, რომლებზეც მათ აქვთ პოტენციალი და არ მოერგონ ისეთ სტრატეგიას, რომელიც ზოგადად ვრცელდება დარგზე.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, თუ რატომ არის საინტერესო ეს ინდივიდუალური მიდგომა არის ის, რომ როდესაც ეროვნულ სტენდზე ხდება ხოლმე პროდუქციის გამოფენა, ეს არ არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ მოვიზიდოთ მყიდველი. იმიტომ, რომ მყიდველი არ ეძებს კონკრეტულად ქართულ პროდუქციას, ის შეიძლება ეძებდეს კონკრეტულ პროდუქტს, რომლის იმპორტიც უნდა და არ აინტერესებდეს კონკრეტულად საიდან მოდის ეს პროდუქცია.

ბიუჯეტიც საკმაოდ ნორმალურია, რამდენადაც ამას ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს და მოთხოვნით უნდა ისარგებლოს ამ პროგრამამ“, - აღნიშნა ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა გვანცა მელაძემ.

თავად ბიზნესი კი ფიქრობს, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ინიცირებული ახალი პროგრამა კიდევ ერთი შესაძლებლობაა მათი ექსპორტის წახალისებისთვის.

კომპანია Georgian Fish & Caviar-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ლერი ჭიჭინაძე ამბობს, სწორედ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ  ხელშეწყობით დუბაის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ ექსპორტზე მოლაპარაკებებიც დაიწყო.

„​ჩვენი კომპანია აწარმოებს ქართულ, ნატურალურ, პრემიუმ შავ ხიზილალას და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პროგრამები არის ის, რაც ჩვენ და ჩვენნაირ კომპანიებს შეგვიწყობს ხელს ძალიან დიდწილად ექსპორტზე გასვლაში. ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ საქმიანობას, ახლა ვცდილობთ, რომ გავიდეთ საერთაშორისო ბაზრებზე და მივესალმებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერას და ნებისმიერი სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერას, რომელიც ქართული აკვაკულტურის და საკვები პროდუქტების წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს. რადგანაც ამის გარეშე კონკრეტულ ბაზარზე ძალიან რთულია მოხვედრა და მით უმეტეს პრემიალურ ბაზარზე რთულია კონკურენცია გაუწიო ათეულობით წლების უკან დაფუძნებულ კომპანიებს. 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ძალიან პროდუქტიული იყო ჩვენი მონაწილეობა დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე და უკვე აქტიური მოლაპარაკებები გაქვს ექსპორტზე არაბეთის გაერთიანებული საამიროების, კანადის და საუდის არაბეთის მიმართულებით“, - განაცხადა Georgian Fish & Caviar-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ლერი ჭიჭინაძემ.  

პროგრამის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში, ერთი კომპანიის მიერ შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 5000 ერთეულის (ევრო, აშშ დოლარი, ფუნტი) ათვისება ერთდროულად ან ეტაპობრივად. სააგენტო კომპანიებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობისას სივრცის ქირავნობის, სტანდარტული სტენდის მშენებლობისა და რეგისტრაციის ხარჯებს აუნაზღაურებს.

კომპანიებს წლის განმავლობაში, შეუზღუდავად ექნებათ განაცხადის შევსებისა და დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, თანადაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, რაც დამატებით წაახალისებს ქართული პროდუქტის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენას და პოპულარიზაციას.

“აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ყოველწლიურად ორასამდე ქართული კომპანია მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მიმართულებით. ახალი პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სამშენებლო კომპანიები.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო

22.05.2026.16:57

18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს.

სამდღიან სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Aqualia-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ლიდერის პოზიცია წყლის სექტორში. კომპანია აქტიურად მონაწილეობდა გლობალურ სტრატეგიულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა წყლის სექტორის დაფინანსებას, ინოვაციებს, რეგულაციებს, მდგრად განვითარებასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას. სამიტზე Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებისა და დაფინანსების გამოწვევებზე და აღნიშნა კომპანიის გამოცდილება ისეთ რთულ და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა.

სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა “NICE” 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა Aqualia-ს ხელმძღვანელობასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბანი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქარაული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა