ახალი საჰაერო სატვირთო მარშრუტი, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს ჩინეთის გავლით აკავშირებს
2024 წლის ივლისიდან ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა ახალ სატვირთო მარშრუტზე ოპერირება დაიწყო და ფრენებს და შესაბამისად ტვირთების ტრანსპორტირებას თბილისი-მეილანი-თურქმენაბათი-თბილისი მარშრუტზე მოხდეს. ამის შესახებ თბილისში თურქმენეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის პრესსამსახური თურქმენაბათის საერთაშორისო აეროპორტზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნული მარშრუტის ამოქმედება თურქმენეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ახალი მარშრუტი ავსებს არსებულ სატვირთო საჰაერო მომსახურებას, რომელსაც 2023 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანია Geosky. მათი ფრენები სრულდება მარშრუტით თბილისი – ჟენჯოუ – თურქმენაბათი – სარაგოსა – თბილისი.
სხვა სიახლეები
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - დეტალები
14.07.2026.17:35
Primark-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში სტარბაქსი ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის ერთ-ერთი ბრენდი, რომელსაც ფლობს Alshaya ჯგუფი. Alshaya ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუვეითური ჯგუფი, რომელიც ფლობს ევრაზიაში და არამარტო კიდევ უფრო მეტ რეგიონში სტარბაქსის გენერალურ ფრანჩიზას შესაბამისად, მხოლოდ ამ კომპანიას აქვს უფლება ჩვენს რეგიონში გახსნას სტარბაქსი. სტარბაქსთან ერთად კომპანიას აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიც არის მაგალითად H&M, Victoria's Secret, Shake Shack
და ბევრი სხვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა ჩვენ სტარბაქსით და არ
შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიც მაგალითად არის Primark-ი. რაც შეეხება მნიშვნელობას, ეს კომპანია არის დაახლოებით 30 მილიარდის ღირებულების შესაბამისად, ესეთი კომპანიის დაინტერესება საქართველოთი არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე თუ შევხედავთ თვითონ ბრენდს ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ მაღალმხარჯველიანი ტურისტები მოვიზიდოთ, ამიტომ როდესაც საუბარია სერვისებზე და სხვადასხვა ტიპის ბრენდებზე რა თქმა უნდა სტარბაქსი არის ის მინიმუმი აუცილებლობა, რომელიც განვითარებულ ქალაქებს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს და მოხარულები ვართ რომ თბილისი უკვე ამ რიგებს შეუერთდა.
იქედან გამომდინარე, რომ კომპანია უკვე პირველივე კვირას ხედავს რომ წარმატებულია და ხალხმა იცის ბრენდი, ვგეგმავთ აუცილებლად კომპანიასთან ერთად ვიმუშაოთ ახალ ლოკაციებზე, ახალ ქალაქებზე და ამის შესახებ ალბათ ძალიან მალე გაგაგებინებთ“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.