ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება - მოემზადე, ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტისათვის ახალი თიბისი ბარათით
Back To School-ის მრავალფეროვანი კვირეულის ფარგლებში, თიბისი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს 6-7 სექტემბერსაც სთავაზობს.
მოემზადეთ, ემოციებით სავსე, ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად. 6-7 სექტემბერს, თიბისის პოს-ტერმინალზე, გადაიხადეთ, ახალი თიბისი ბარათით 50-მდე პარტნიორ ობიექტში და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 40%, მაქსიმუმ 150 ლარი მომენტალურად.
შეთავაზება მოქმედებს ახალ თიბისი კონცეპტ ბარათებზეც, რომლებზეც პარტნიორ ობიექტებში, მაქსიმუმ 200 ლარს დაიბრუნებთ.
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ტექნიკა - შეთავაზებები დაგხვდებათ იმ კატეგორიებსა და პარტნიორ ობიექტებში, სადაც ყველაზე მეტად ელოდით.
ჩამონათვალი, ტრადიციულად, მრავალფეროვანია:
Bata, Bambino, AW-Lab, Geox Studio, Shoes Gallery, Ecco, Corso, Okaidi, Replay, Jacadi, Scarpiera, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Dressarium, Dressarium Kids, Shoes Loft, Dan John, Adidas, Nike, Puma, Giordano, Under Armour, Topsport, Crocs, OVS/OVS kids, Matalani, Xiamo/icity, Wortmann, Salamnder, iSpace, Espacho, Superdry, Kids Gallery, Lee, Wrangler, Vero Moda, Jack & Jones, Hummel, Gstar, Grayder, Bershka, Stradivarius, Pull & bear, Mango, Mango kids, Zippy, Aldo, Parfois, Kiko Milano, Charles & Keith.
თუ 6-7 სექტემბრისთვის ხარჯები არ გაქვთ გათვალისწინებული, აიღეთ ერთგული საკრედიტო ბარათი, დაიმტკიცეთ მაქსიმუმ 20,000 ლარის ლიმიტი და ისარგებლეთ, იდენტური შეთავაზებით. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთგული საკრედიტო ბარათის აღება უკვე თიბისის მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ.
6-7 სექტემბრის შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.
სურვილები ხდება - მთავარია, გჯეროდეს!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.