მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ისტორიულ უბანში - „მეტროპოლ ორთაჭალაში“ გაყიდვები დაიწყო

news image
mbc image

 

·       გამორჩეული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, კომპლექსი მიმზიდველია როგორცსაცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ

 

·       0%-იანი პირველადი შენატანი და ფასდაკლება პროექტის საწყის ეტაპზე - გადახდის პირობებისრულად მომხმარებლის ინტერესზეა მორგებული

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ რუკაზე ახალი მისამართი მოინიშნა - „მეტროპოლ ორთაჭალა“ გაყიდვებს იწყებს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელიკომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციისსივრცეებს გააერთიანებს.

პროექტის მიხედვით, გორგასლისა და გულუას კვეთაზე 28 და 24-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსებიაშენდება. ორივე ბლოკისათვის ინდივიდუალური სამდონიანი ავტოსადგომია გათვალისწინებული, სადაცავტომობილის ელექტროდამტენები განთავსდება. „მეტროპოლის“ უპირატესობებში რჩება გამწვანებულიგარემო და მესაკუთრეების საჭიროებებზე მორგებული სარეკრეაციო სივრცეები. მშენებლობა 2027 წლისბოლოს დასრულდება და მფლობელები ბინებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაიბარებენ.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „ჩვენს პროექტებს შორის„მეტროპოლ ორთაჭალას“ თავისი ადგილმდებარეობა გამოარჩევს. კომპლექსი თბილისისისტორიული ძეგლების გარემოცვაში, ტურისტულ ცენტრში შენდება. თუმცა ამავე დროსმასშტაბური და გამწვანებული ტერიტორია მშვიდ, მყუდრო და უსაფრთხო გარემოს შექმნის. ვფიქრობთ, ჩვენს მობინადრეებს ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ.  

ბუნებრივია, „მეტროპოლის“ სხვა კომპლექსებთან ერთად, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ორთაჭალის შემთხვევაშიც პროცესი მთლიანად საერთაშორისო სტანდარტების დაცვითწარიმართება. გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის, ევროპულ საშენ თუ მოსაპირკეთებელ მასალებსდა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ენერგიისეფექტურ ხარჯვას უზრუნველყოფს. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს მომხმარებლებსშევთავაზოთ სახლი, რომელიც მათ ჩაიფიქრეს“. 

„მეტროპოლ ორთაჭალის“ მომავალ მომხმარებელს ძალიან მალე დიმიტრი გულუას ქუჩის №4-ში გაყიდვებისსივრცეში მოემსახურებიან, მანამდე კი პროექტის დეტალებსა და „მეტროპოლის“, როგორც ბრენდის,უპირატესობებს მოქალაქეებს ყაზბეგის გამზირზე მდებარე გაყიდვების ოფისში მიაწვდიან. 

დაინტერესებული პირები აქვე გაეცნობიან ფასებსა და სააქციო პირობებს. პროექტის საწყის ეტაპზე ბინისშეძენის მსურველები პირველადი შენატანის გარეშე და 7%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. შიდაგანვადება კი ყოველთვიურად $460-იდან იწყება. 

 

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა