მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

news image
mbc image

ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი მალე მობინადრეებით შეივსება. „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობის დასრულებამდე ბოლო დეტალები რჩება. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ.

14-სართულიანი შენობა ვაკეში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს მდებარეობს. ეს ადგილი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა. პროექტირების ეტაპზევე გათვალისწინებული განლაგება, მზის ბუნებრივ სინათლეზე აქცენტით, მობინადრეებისთვის კიდევ ერთი უპირატესობაა. პირველ რიგში, იქმნება ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი გარემო და ამასთანავე, მნიშვნელოვნად მცირდება ელექტროენერგიის დანახარჯები.

კომპლექსი დასკვნით ფაზაშია და ბინების ჩაბარებამდე რამდენიმე თვე რჩება.

ტატო მაჩაბელი, „მეტროპოლის“ საოპერაციო დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ სულ მალე ჩვენი მესაკუთრეები თავიანთ ბინებს ჩაიბარებენ. საბოლოო დასრულებამდე რამდენიმე კომპონენტი რჩება. ამ დროისათვის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის გარკვეული ნაწილი ვიტრაჟულია, რასაც შუშის ღია აივნები ემატება.

ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მალე დამთავრდება შიდა კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟიც. ასე რომ, მობინადრეები ძალიან მალე შესახლდებიან კუთვნილ ბინებში, რომლებიც ერთად ჩავიფიქრეთ და შემდეგ რეალობად ვაქციეთ. ბინებს, დაპირებისამებრ, 2025 წლის დასაწყისში ჩავაბარებთ თეთრი კარკასის მდგომარეობით. გვეამაყება, რომ, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, „მეტროპოლ ბაგებიც“ გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული მდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურით, მშენებლობის მაღალი ხარისხით და კომფორტული ბინებით. იმედი გვაქვს, ამას მალე ჩვენი მობინადრეებიც დაადასტურებენ“.

14-სართულიან შენობაში, სულ, 96 ბინაა განთავსებული. ფართი 54.2 მ2-ით იწყება, მაქსიმუმი 107.5 მ-ია,ჭერის სიმაღლე კი - 3 მ. საცხოვრებელი კორპუსის პირველი და მეორე სართული კომერციულ და საოფისე ინფრასტრუქტურას ეთმობა. მიწისქვეშ მოწყობილია თანამედროვე ავტოსადგომი. „მეტროპოლ ბაგების“ მცხოვრებლები თანამედროვე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეული KONE-ს ბრენდის ლიფტით ისარგებლებენ. შენობა სრულად აღიჭურვება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის ჰოლი, დერეფნები, კიბე და კიბის უჯრედები.

„მეტროპოლ ბაგები“ სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.

ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალების გამოყენებით, საცხოვრებელი კორპუსი საიმედო,მონოლითური ჩარჩოს მშენებლობის ტექნოლოგიით აშენდა. ისევე როგორც „მეტროპოლის“ სხვა პროექტებში, ამ შემთხვევაშიც  გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი. სწორედ ახლა მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის ქვაბამბით დათბუნება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მასალა, რომელიც მაქსიმალურად იცავს გარე კლიმატისაგან, ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

უკვე დაწყებულია და ამ დროისათვის აქტიურად სრულდება შიდა სამუშაოებიც. შეირჩა პემზა ბლოკი, რომელიც ბინაში მეტ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. პარალელურად, შიდა კედლები პერლიტისშემცველი მასალით ილესება, რომელიც, თავის მხრივ, თბოგამტარიანობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მაქსიმალურად ახშობს ხმაურს.

საცხოვრებელ ფართებს მობინადრეები თეთრი კარკასის მდგომარეობით იბარებენ. ეს გულისხმობს შემდეგს: მოჭიმულ იატაკს, გალესილ კედლებს, შიდა ტიხრებს, ყინვაგამძლე კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ აივანს, ლითონის შესასვლელ კარს, ალუმინის ფანჯრებისა და აივნის კარების მონტაჟს, შიდა კომუნიკაციებს (ელექტროენერგია, გაზი და წყალმომარაგება).  

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა