ახალი სავაჭრო სივრცეები და მომხმარებელზე მორგებული საწარმოო კონცეფცია - როგორ ვითარდება „ფაფანაკი“
„ფაფანაკი“ ქართული ბრენდია, რომელიც ეროვნულ ტრადიციებზე შთაგონებულ სამოსსა და აქსესუარებს ქმნის. კომპანია საქმიანობას აფართოებს, მომხმარებლებს ახალ სავაჭრო სივრცეებს სთავაზობს და შოურუმსა და საწარმოს ერთ სივრცეში აერთიანებს. ბრენდის მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი ნინო ჭყონია ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს „ფაფანაკს“ ამ ეტაპზე და როგორ აფასებთ City Mall-ში დაბრუნებას? რამდენად გაამართლა ამ სივრცეში მუდმივი სავაჭრო ადგილის გახსნამ?
City Mall-ში თავდაპირველად სატესტო რეჟიმში ვიყავით წარმოდგენილი. გვაინტერესებდა, რამდენად მოთხოვნადი იქნებოდა ჩვენი პროდუქცია ამ სივრცეში და უნდა ითქვას, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დაახლოებით 20 დღის განმავლობაში ვიყავით City Mall-ში, თუმცა ჩვენი იქ ყოფნის დასრულების შემდეგაც მომხმარებლები მუდმივად კითხულობდნენ, სად გადავედით და რატომ აღარ ვიყავით წარმოდგენილი.
ამან დაგვანახა, რომ ჩვენს პროდუქციაზე რეალურად დიდი მოთხოვნა იყო. City Mall ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სავაჭრო სივრცეა და იქ მუდმივი ადგილის მოპოვება მარტივი არ არის. როგორც ჩანს, მათაც დაინახეს ჩვენი პოტენციალი და საბოლოოდ თანამშრომლობაზე შევთანხმდით.
ახლა უკვე სტაბილური სავაჭრო ადგილი გვაქვს, თანაც საკმაოდ კარგი ლოკაცია დაგვითმეს. ჩვენი კუნძულის დიზაინზეც განსაკუთრებულად ვიზრუნეთ და შევქმენით განსხვავებული, გამორჩეული სტენდი, რომელიც მხოლოდ პროდუქციის განთავსების სივრცე არ არის - მას თავისი ხასიათი და კონცეფცია აქვს. ვფიქრობ, ის კარგად გამოხატავს „ფაფანაკის“ იდენტობას.
ბიზნესის თვალსაზრისითაც ეს ძალიან კარგი ლოკაციაა. პირველივე დღეებიდან იგრძნობა, რომ მომხმარებლებს ჩვენი დაბრუნება გაუხარდათ. ხშირად გვესმის, რა კარგია, რომ ისევ დავბრუნდით. შესაბამისად, ამ ეტაპზე City Mall-ში საკმაოდ აქტიურად და წარმატებით ვმუშაობთ.
შოურუმისა და საწარმოს ერთ სივრცეში გაერთიანების შემდეგ, როგორ შეიცვალა კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა და რა შესაძლებლობები შექმნა ამ გადაწყვეტილებამ როგორც წარმოების, ისე მომხმარებლის მომსახურების მიმართულებით?
ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამართლდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის კომფორტი. მაგალითად, თუ ადამიანი შოურუმში სასურველ ზომას, ფერს ან მოდელს ვერ იპოვის, ადგილზე შეუძლია შეარჩიოს ქსოვილი, კონსტრუქტორთან ერთად განიხილოს სასურველი დიზაინი და შეკერვის პროცესი იქვე დაგეგმოს. გვყავს მკერავებიც, შესაბამისად, მომხმარებლისთვის ყველა საჭირო მომსახურება ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი.

ეს გარემო სამუშაო პროცესსაც ბევრად კომფორტულს ხდის. საინტერესოა ისიც, რომ ცვლილება დადებითად აისახა ჩვენს მკერავებზეც. მათი ყოველდღიური საქმიანობა მხოლოდ საკერავ მანქანასთან მუშაობით აღარ შემოიფარგლება - ისინი უფრო აქტიურად ურთიერთობენ მომხმარებლებთან და უშუალოდ არიან ჩართული პროდუქტის შექმნის პროცესში.

სივრცის მოწყობამ კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა მოგვცა. შოურუმსა და საწარმოს დამოუკიდებელი შესასვლელები აქვს, თუმცა მომხმარებლების დიდი ნაწილი თავდაპირველად სწორედ საწარმოში შემოდის. მათთვის ძალიან საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ იქმნება ჩვენი პროდუქცია. ეს პროცესი გარკვეულწილად იმ ეფექტს ჰგავს, რომელსაც რესტორანში ღია სამზარეულო ქმნის - როდესაც სტუმარს შეუძლია დაინახოს, როგორ მზადდება კერძი. ჩვენს შემთხვევაშიც მომხმარებელი აკვირდება, როგორ იკერება სამოსი და ამავდროულად ხედავს უკვე დასრულებულ პროდუქციას.

ხშირად მომხმარებლები ამ პროცესით იმდენად ინტერესდებიან, რომ შოურუმში გადასვლასაც აღარ ჩქარობენ. ვფიქრობ, ამ იდეამ ძალიან გაამართლა და მომავალშიც აუცილებლად გავითვალისწინებთ. ამჟამინდელი ფართი რამდენიმე წლით გვაქვს იჯარით აღებული, თუმცა სამომავლოდ უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს. როდესაც ახალი სივრცის მოწყობაზე ვიფიქრებთ, შოურუმისა და საწარმოს ერთ კონცეფციაში გაერთიანებას აუცილებლად შევინარჩუნებთ - ეს არის გამოცდილება, რომლის შეცვლასაც აღარ ვაპირებთ.
რა გეგმები აქვს „ფაფანაკს“ 2026 წლის დარჩენილ პერიოდში?
2026 წლის დასრულებამდე საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე მათი წინასწარ გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ. მინდა, გარკვეული სიახლეები მომხმარებლისთვის სიურპრიზად დარჩეს. როგორც კი ამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად გავაზიარებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის რამდენიმე საინტერესო სიახლე იგეგმება.
ამასთან, უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა რესტორან „ეთნოგრაფთან“. მემორანდუმის ფარგლებში შევთანხმდით, რომ რესტორნის თანამშრომლების სამოსს სრულად „ფაფანაკი“ უზრუნველყოფს. ეს მოიცავს ყველა მიმართულების პერსონალს - მიმტანებს, მუსიკოსებს, მომღერლებსა და სხვა თანამშრომლებს.
გარდა ამისა, რესტორნის სივრცეში ჩვენი პროდუქციისთვის ორი სავაჭრო წერტილი მოეწყობა. იქ განთავსდება სპეციალური, ძველებური სტილის ვიტრინები, სადაც მომხმარებლებს ჩვენი პროდუქციის შეძენა შეეძლებათ. ვფიქრობთ, ეს საინტერესო შესაძლებლობაა, რადგან „ეთნოგრაფი“ მხოლოდ რესტორანი არ არის - ეს არის სივრცე, რომელიც საქართველოს ისტორიასა და კულტურას სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს. მისი დარბაზები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და თემატიკას ეძღვნება.
პროექტის ფარგლებში დარბაზებში მანეკენებიც განთავსდება, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და ისტორიული პერიოდის სამოსი ეცმევათ. შესაბამისად, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, არამხოლოდ გაეცნონ ქართულ კულტურას, არამედ ჩვენი პროდუქციაც დაათვალიერონ და შეიძინონ.
ეს საკმაოდ საინტერესო პროექტია და მისი განხორციელების პროცესი უკვე დაწყებულია.
სხვა სიახლეები
ახალი სავაჭრო სივრცეები და მომხმარებელზე მორგებული საწარმოო კონცეფცია - როგორ ვითარდება „ფაფანაკი“
02.11.2026.14:00