მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2025 წელს დაიწყება - „ლილო მოლი“

news image
mbc image

სავაჭრო ცენტრ ,,ლილო მოლში“ 2024 წელი დადებითად ფასდება. 2023 წელთან შედარებით, რეალიზაცია გაიზარდა. თუმცა დიდი მოცულობით გაყიდვების ზრდას სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია დეკემბრის ბოლო დღეებში ელოდება.

როგორც მან Business Insider Georgia- თან განაცხადა, „ლილო მოლში“ საახალწლო ვაჭრობა აქტიურ ფაზაშია.

„4-ათასამდე მეწარმე მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. არის ფასდაკლებები და სავაჭრო სივრცე მზადაა მომხმარებლის მისაღებად. აქტივობა იმდენად მაღალია, რომ ავტომობილის გასაჩერებელ სივრცეში ადგილები აღარ არის“, - ამბობს გიორგი კვარაცხელია.

გიორგი კვარაცხელიას შეფასებით, საახალწლო სეზონი ასტიმულირებს რეალიზაციას, თუმცა „ლილო მოლი“ უმეტესად მაინც ადგილობრივ მომხმარებლებზეა გათვლილი, რომელიც ყველა სეზონზე ინარჩუნებს მოთხოვნას.

„ახალი წლის სეზონზე რეალიზაცია ორმაგდება ხოლმე, ვფიქრობთ, ეს მოცემულობა წელსაც გვექნება“, - ამბობს გიორგი კვარაცხელია.

სავაჭრო ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ 2024 წელს „ლილო მოლში“ მეწარმეთა რაოდენობა გაიზარდა, აშენდა ახალი პავილიონები და დღეს სავაჭრო სივრცე 35 ჰექტარზეა წარმოდგენილი.

რაც შეეხება 2025 წელს „ლილო მოლი“ გაფართოებას გეგმავს.

„სულ რამდენიმე დღეში მივიღებთ თანხმობას და დამტკიცდება ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება. იგეგმება ორ სართულიანი სამი შენობის აგება, რომელიც დაახლოებით 4 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. სავაჭრო სივრცეში განლაგებულ მაღაზიებში წარმოდგენილი იქნებიან ბრენდები და ასევე ფიზიკური პირებიც შეძლებენ ფართების დაქირავებას. ახალ სავაჭრო ცენტრს ჩვენი თანამონაწილეობით, ქვეკონტრაქტორი სამშენებლო კომპანია ააშენებს“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში კომპანიამ მოადინა შერწყმა შპს „სეტ-ლი“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარა“. 2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვმა - 342 ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება მფლობელებს, შპს „ლილო მოლის“  1%-1%-ს ლევან გაგუა და ნიკოლოზ უსანეთაშვილი ფლობენ. 1.5%-ს კონსტანტინე კაპანაძე, 8.525% დავით გავაშელი, 2.285% მარიკა გავაშელი,  2% დავითი გაგუა, 2% ილია ბადრიაშვილი, 0.5% ლევან ანდღულაძე, 1% ბაჩო კაპანაძე, 2% გიორგი კვარაცხელია, 0.46% იოსებ საყვარელიძე, 15.485% გია ანდღულაძე, 14.285% გიორგი გაგუა, 01006001848 11.285% თენგიზ გავაშელი, 01003002124 11% ვაჟა უსანეთაშვილი, 12.785% ილია შონია, 13.79% გიორგი საყვარელიძე

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა