მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას სავარაუდოდ, ერთ თვეში დავიწყებთ - „ლილო მოლი“

news image
mbc image

„ლილო მოლის“ სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ  თბილისის მერიამ  უკვე დაამტკიცა გენგეგმა და უწყებაში შეიტანეს პროექტი, რომლის საფუძველზე ახალი სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს.

„სავარაუდოდ ერთ თვეში მივიღებთ მშენებლობის ნებართვას და პროცესიც დაიწყება. სავაჭრო ცენტრი აშენდება „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე. აშენდება ორ სართულიანი სამი შენობა და დაახლოებით 4 500 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. სავაჭრო სივრცეში განლაგებულ მაღაზიებში წარმოდგენილი იქნებიან ბრენდები და ასევე ფიზიკური პირებიც შეძლებენ ფართების დაქირავებას. ახალ სავაჭრო ცენტრს ჩვენი თანამონაწილეობით, ქვეკონტრაქტორი სამშენებლო კომპანია ააშენებს“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ,,ლილო მოლი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. სავაჭრო ცენტრში 5000-ზე მეტი ობიექტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში მოხდა შერწყმა შპს „სეტ-ლისთან“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარასთან“. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, „ლილო მოლის“ მფლობელები არიან - ლევან გაგუა - 1%;  ნიკოლოზ უსანეთაშვილი - 1.5%; კონსტანტინე კაპანაძე - 8.525%; დავით გავაშელი - 2.285%, მარიკა გავაშელი - 2%, დავითი გაგუა - 2%; ილია ბადრიაშვილი - 0.5%; ლევან ანდღულაძე - 1% ბაჩო კაპანაძე - 2%; გიორგი კვარაცხელია - 0.46%; იოსებ საყვარელიძე /ნიდერლანდები/ - 15.485%.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა