ახალი თამაშების სეგმენტს ვზრდით და მეტ ახალგაზრდას ვაძლევთ სერვისით სარგებლობის საშუალებას - Board Games Corner-ი
Board Games Corner-ი სამაგიდო თამაშების კლუბი და მაღაზიაა, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი და მრავალფეროვანი არჩევანით დიდ ინტერესს იწვევს. როგორც Board Games Corner -ის დამფუძნებელი ბონდო ლომიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, წელს მოთხოვნის მასშტაბური ზრდა შეიმჩნევა, რა მხრივაც დიდი გავლენა მოახდინა ქეშბექის აქციამ, რომელიც საქართველოს ბანკთან ერთად გაკეთდა და ვრცელდება სტუდენტებსა და მოსწავლეებზე.
,,თამაშებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, ხალხი ინტერესდება, უკვე უფროსებიც ჩართული არიან, ასაკობრივი ბარიერი არ არის, სამაგიდო თამასები ყველასთვის საინტერესოა. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის. ამ ეტაპზე გვაქვს ფასდაკლების აქცია, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი სტიმულია. კერძოდ, 20-30 ნოემბერს საქართველოს ბანკის სტუდენტურ ბარათებსა და sCool Card -ზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. კარგია, რომ ჩაერთო ბანკი, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს და საშუალებას გვაძლევს, წავახალისოთ ახალგაზრდა მომხმარებლები, რაც გაყიდვებს დაეტყო კიდეც. გარდა ამისა, რეალურად ვცდილობთ, რომ ახალი თამაშების სეგმენტი გავზარდოთ, 2023 წლის საუკეთესო თამაშები უკვე ჩამოტანილია, ვცდილობთ ასორტიმენტი გავაფართოოთ და უფრო სამაგიდო თამაშების ქართული ბაზარი უფრო საინტერესო გახდეს", - ამბობს ბონდო ლომიძე.
მისი ინფორმაციით, კლუბში სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანია: წარმოდგენილია როგორც კლასიკური სამაგიდო, ასევე სტრატეგიული, ე.წ. როლური თამაშები – განვითარებაზე, ბლეფზე, ლოგიკურ აზროვნებაზე დამყარებული, მისტიკური და ზღაპრული, ე.წ. party games და ა.შ.
რაც შეეხება ფასებს, იწყება 10 ლარიდან და 500 ლარს აღწევს, თამაშის სახეობისა და სირთულის შესაბამისად. გარდა კლუბში თამაშისა, მომხმარებელს სასურველი თამაშის შეძენაც შეუძლია.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.