ახალი ციფრული PLUS ბარათი – აირჩიე უნიკალური დიზაინი და ისარგებლე შეთავაზებებით
საკუთარი სტილისა და ხასიათის გამოხატვა ბევრი განსხვავებული ფორმითაა შესაძლებელი. მათ შორის საბანკო ბარათითაც. ამის შესაძლებლობას საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.0 ვერსია გაძლევთ, სადაც ახალი ციფრული ბარათები დაგხვდებათ.
განახლებული დიზაინი შესაძლებლობას მოგცემთ სასურველი თემატიკა თქვენი განწყობისა და პიროვნების შესაბამისად შეარჩიოთ. ციფრული ბარათების დიზაინი 3 კატეგორიად იყოფა, ესენია: შენი ინტერესი, საქართველოს კუთხეები და საყვარელი ფერები.
ციფრული PL US ბარათების აღებისას, ასევე გაქვთ შესაძლებლობა, თვის ჭრილში ერთი შეთავაზება აირჩიოთ.
გაააქტიურე ახალი შეთავაზებები
თუ PLUS ქულებს აქტიურად აგროვებთ და იყენებთ, გეცოდინებათ, რომ საქართველოს ბანკი ახალ-ახალ შეთავაზებებს მუდმივად გთავაზობთ. აღსანიშნავია ისიც, რომ PLUS ქულები ნებისმიერ გადახდაზე ავტომატურად გროვდება.
მობილბანკის 8.0 ვერსიაში, გარდა სასურველი დიზაინის არჩევისა, გექნებათ იმის შესაძლებლობაც, რომ PLUS ბარათის მარტის თვის შეთავაზებები გაიაქტიუროთ. მათ გამოყენებას კი თვის განმავლობაში ნებისმიერ დღეს შეძლებთ.
მარტის თვის შეთავაზებები:
როგორ გამოვიყენოთ სიახლეები
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ციფრული ბარათები მხოლოდ 8.0 ვერსიაშია ხელმისაწვდომი და ამისათვის, პირველ რიგში, აპლიკაცია უნდა განაახლოთ.
ახალი PLUS ბარათის აღება საკმაოდ მარტივია – ამისთვის, თავდაპირველად, მობილბანკში უნდა შეხვიდეთ, შემდეგ გადახვდეთ ჰაბში, აირჩიოთ ციფრული ბარათები და სასურველი დიზაინის არჩევის შემდეგ, ბარათი გაააქტიუროთ.
მსგავსი პრინციპით, ზემოთ ნახსენები შეთავაზებების გააქტიურებასაც მარტივად მოახერხებთ. კერძოდ, მობილბანკში შესვლის შემდეგ, უნდა გადახვიდეთ შეთავაზებების გვერდზე და ჩამოსქროლვისას დააჭიროთ შესაბამის გრაფას, წარწერით -,,აირჩიე PLUS ბარათის შეთავაზება. “ თუ ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის PLUS ბარათი, დროულად გადმოწერეთ მობაილბანკი, აირჩიეთ სასურველი დიზაინი, დაიწყეთ საგაზაფხულო სეზონი განახლებული იმიჯით, ისარგებლეთ მარტის თვის შეთავაზებებით და დაელოდეთ საქართველოს ბანკის მორიგ შეთავაზებებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.