ახალი წლის ჯადოსნური ღამე ვილა მოსავალში
ახალი წლის ჯადოსნური ღამე, სიხარულისა და ბედნიერი ემოციების ზღვა, დაუვიწყარი გართობა, ცოცხალი მუსიკა დაუგემრიელესი, მრავალფეროვანი გალა-ვახშამი.
შეხვდით ახალ, 2024 წელს ვილა მოსავალის საოცარ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად!
დაჯავშნე მაგიდა საახალწლო გალა - ვახშამზე, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს Yellow Band, ხოლო ღამითმუსიკალურ პროგრამას DJ David გააგრძელებს.
საახალწლო გალა - ვახშამზე და დაუვიწყარ მუსიკალურ ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია მაგიდის დაჯავშნა.
https://www.facebook.com/yellowband.ge
https://www.facebook.com/photo/?fbid=362339806477797&set=a.154258597285920
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.