მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

„ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია

news image
mbc image

ახალი პროფესიის შესწავლა ძველი გზის მიტოვებას სულაც არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს უბრალოდ ახალი უნარის შეძენას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შენსავე საქმეს სრულიად სხვა თვალით დაგანახებს.

სწორედ ასეთი შესაძლებლობა აღმოჩნდა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა პროფესიულ აკადემიებში ლუკა ბესტავაშვილისთვის.

ლუკამ თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Content Marketing-ი ისწავლა, თუმცა მისი ძირითადი პროფესია ხელოვნებათმცოდნეობაა.

როგორც თავად ამბობს, Content Marketing პროფესიის შეცვლის მიზნით არ აურჩევია. მისთვის მთავარი ისეთი ცოდნისა და უნარების შეძენა იყო, რომელსაც მომავალში საკუთარ სფეროშიც გამოიყენებდა.

„ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ იქმნება ეფექტური კომუნიკაცია, როგორ ყალიბდება იდეა და როგორ აღწევს ის ადამიანებამდე,“ - გვიყვება ის.

მისი აზრით, ახალი მიმართულების შესწავლა განსაკუთრებით მაშინ არის ღირებული, როდესაც ის შენს ძირითად საქმიანობასაც აძლიერებს. სწორედ ამან მისცა მოტივაცია, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სრულიად განსხვავებული სფეროც გამოეცადა.

დღეს ლუკა ხელოვნებათმცოდნეობის სწავლას აკადემიურ სივრცეში აგრძელებს. მას განსაკუთრებით აინტერესებს, როგორ აისახება სხვადასხვა ეპოქის კულტურული და სოციალური კონტექსტი ხელოვნებაზე. როგორც თავად აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ Content Marketing-ის მიმართულება მისი ძირითადი მიმართულებისგან განსხვავებულია, კურსმა კიდევ ერთხელ დაანახა, რომ იდეის სწორად ჩამოყალიბება და მისი შესაბამის აუდიტორიამდე მიტანა თითქმის ყველა სფეროში მნიშვნელოვანია.

ამბობს, რომ კურსმა ყველაზე მეტად მასში კომუნიკაციის აღქმა შეცვალა.

„დღეს გაცილებით მეტ ყურადღებას ვაქცევ იმას, როგორ იქმნება კონტენტი, რა ლოგიკა დგას მის უკან და როგორ არის მორგებული კონკრეტულ აუდიტორიაზე. ვფიქრობ, ეს უნარი მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში არა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, რადგან გვასწავლის ინფორმაციის უფრო გააზრებულად მიღებასა და გადაცემას.“

ლუკასთვის მიღებული გამოცდილება მომავალშიც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება. მისი თქმით, ეფექტური კომუნიკაციისა და კონტენტის დაგეგმვის უნარი ნებისმიერ პროფესიაში ფასეულია, რადგან თანამედროვე სამყაროში ცოდნის ფლობა საკმარისი აღარ არის - მნიშვნელოვანია მისი სწორად გაზიარებაც.

ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანია უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და იმ მიმართულებების ეტაპობრივი განვითარება, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს.

მათ კი, ვინც პროფესიის შეცვლაზე ან ახალი უნარის შეძენაზე ჯერ კიდევ ფიქრობს, ლუკა ერთ მარტივ რჩევას აძლევს:

„ახალი ცოდნის მიღების არ უნდა შეეშინდეთ. ზოგჯერ ერთი ახალი გამოცდილებაც საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარ საქმეს სხვაგვარად შეხედო ან სრულიად ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინო.“

ლუკასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ბანკის პროფესიული განათლების სტიპენდიასაც. მისი თქმით, დაფინანსებამ შესაძლებლობა მისცა, სწავლის პროცესზე სრულად კონცენტრირებულიყო და ახალი ცოდნა დამატებითი ფინანსური ბარიერების გარეშე მიეღო.

„საქართველოს ბანკის სტიპენდია ჩემთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, რომელმაც მომცა საშუალება, დამატებითი პროფესიული ცოდნა მიმეღო ისე, რომ მთავარი ყურადღება სწავლის პროცესზე გადამეტანა. ამ მხარდაჭერამ გადაწყვეტილების მიღებაც გამიმარტივა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ახალი უნარების შეძენა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა განვითარებისთვის”, - ამბობს ლუკა.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. პარტნიორ პროფესიულ აკადემიებთან ერთად შექმნილი სასტიპენდიო პროგრამა ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ ახალი პროფესია, განივითარონ პრაქტიკული უნარები და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  ganatleba.bog.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

23.10.2026.19:57

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.

eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.

ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:

• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა