ახალი ტურისტული ბაზრები და გაფართოების გეგმები - როგორია Nika Hotel and Club-ის განვითარების ხედვა
Nika Hotel and Club იზოლირებული სასტუმროა, რომლის ისტორია 2021 წლიდან იწყება. სასტუმრო მთების ბუნებრივ სილამაზეშია განთავსებული და პანორამული ხედებით გამოირჩევა.
მიმდინარე სეზონის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Nika Hotel and Club-ის დამფუძნებელი, ლარისა გავრილიუკი ესაუბრა.
„ამ წელს სეზონი შედარებით გვიან დაიწყო. როგორც წესი, აქტიური პერიოდი მაისიდან იწყება, წელს ძირითადი დატვირთვა ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისიდან დაფიქსირდა.
შეიცვალა სტუმრების გეოგრაფიაც. ამ ეტაპზე ნაკლები ვიზიტორი გვყავს ისრაელიდან, დუბაიდან და არაბული ქვეყნებიდან, მაშინ როცა გაიზარდა მოთხოვნა რუსეთისა და ყაზახეთის ბაზრებიდან. ისრაელის მიმართულება კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა წინა წლებთან შედარებით სტუმრების რაოდენობა შემცირებულია. ევროპული ბაზრიდან სტუმრების რაოდენობა კვლავ მცირეა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ამ მიმართულებით ტენდენცია უცვლელია - ზაფხულის პერიოდში ძირითადად თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს ვმასპინძლობთ.
აგვისტოს ტენდენცია პოზიტიურია. ივლისი-აგვისტოს პერიოდი სრულად არის შევსებული და ველოდებით, რომ სექტემბერიც აქტიური იქნება. მიმდინარე სეზონს სტაბილურად ვაფასებთ - წინა წელთან შედარებით მცირე კლებაა, თუმცა მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის“, - აცხადებს ლარისა გავრილიუკი.
კომპანია სამომავლოდ გაფართოებას და ახალი კოტეჯების დამატებას გეგმავს.
„სამომავლო გეგმები გარკვეულწილად შევაჩერეთ, რადგან არსებული არასტაბილური მდგომარეობის ფონზე მშენებლობის მიმართულებით ფრთხილად ვმოქმედებთ. თუმცა, მომავალი გაზაფხულისთვის კოტეჯების დამატებას ვგეგმავთ.
ასევე განვიხილავთ ტერიტორიის გაფართოებას, საუნის დამატებას, ახალი ფოტო ლოკაციების მოწყობას და დამატებით 2-3 კოტეჯის აშენებას. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო დასტაბილურდება და დაგეგმილი პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
ახალი ტურისტული ბაზრები და გაფართოების გეგმები - როგორია Nika Hotel and Club-ის განვითარების ხედვა
07.08.2026.14:00