მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აქსელის - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის ინიციატივით, EBAN - ევროპულ ბიზნეს ანგელოზთა ქსელში, კომიტეტი “Gateway to Europe” იქმნება

news image
mbc image

აქსელის ეს ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშრომლობისა და კავშირების გამყარებას კავკასიის რეგიონის, ცენტრალური აზიის სტარტაპებსა და ევროპულ ინვესტიციებს შორის.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი  ნაბიჯია ევროპისა და ცენტრალური აზიის, კავკასიისრეგიონს შორის ეკონომიკური განვითარებისთვის. კომიტეტის მთავარი მისიაა რეგიონისა  და ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელების, ვენჩურული კაპიტალის ფონდებისა და ყველა სხვა აქტორის გაერთიანება, მათ შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ცოდნის გაზიარება და საინვესტიციო პერსპექტივების იდენტიფიცირება.

სტრატაპები, ინვესტორები და დაინტერესებული მხარეები მოწვეულნი არიან შემოუერთდნენ კომიტეტის დაფუძნების ღონისძიებას 27 თებერვალს, 18:00 საათზე (თბილისის დროით).

EBAN Committee Launch: “Gateway to European Angel Investing”-ის ფარგლებში ჩატარდება პრეზენტაცია თავად კომიტეტის, EBAN-ისა და აქსელის შესახებ, გაიმართება მოკლე პანელური დისკუსია და საჯარო განხილვა.

შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://us02web.zoom.us/meeting/register/tZclc--hqTgoHNcxuFE9HfDHlFyB5I3V4svo#/registration

აქსელისა და EBAN-ის თანამშრომლობა არამხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონისქვეყნების სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას გულისხმობს.

აქსელის შესახებ

აქსელი საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა პირველი ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპებისა  და მათში ინვესტიცირების ხელშეწყობას საქართველოში  და მის საზღვრებს გარეთ. აქსელი აერთიანებს 90-მდე წევრ ანგელოზ ინვესტორსა და 15 პორტფოლიო სტარტაპს.

აქსელი, EBAN-ის წევრების რიცხვს 2021 წლიდან შეუერთდა და აქტიურად დაიწყო მუშაობა ევროპულ ბიზნეს ანგელოზთა ქსელებთან. რის შემდეგაც, გახდა EBAN-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, მიიღო ჯილდო “BEST PERFORMING NEW MEMBER 2023”, 2023 წელს EBAN-თან პარტნიორობით ჩაატარა “Investment Ecosystem Conference Vol.3”. სწორედ ამ ინიციატივების ლოგიკური გაგრძელებაა აღნიშნული კომიტეტის შექმნა. 

თუ გაინტერესებთ აქსელში გაწევრიანება და ინვესტირების დაწყება: 

Become a member

თქვენი სტარტაპ იდეის განსახილველად კი, შეავსეთ აპლიკაცია:

Apply to pitch

EBAN-ის შესახებ

EBAN - ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელი აერთიანებს 100-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას 50-მდე ქვეყანაში.EBAN 1999 წელს,  პირველი ბიზნეს ანგელოზთა ქსელების მიერ ევროკომისიისა და EURADA-ს თანამშრომლობით დაარსდა. EBAN-ის წევრი, აქსელის მსგავსი ქსელები, წელიწადში საშუალოდ11,4 მილიარდი ევროს ინვესტიციას ახორციელებენ საუკეთესო სტარტაპებსა და ინოვაციებში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა