მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტების განხორციელებასა და პარტნიორული ქსელის გაფართოებაზე - Blue Garden

news image
mbc image

Blue Garden არის პირველი აგრო სერვისის მიმწოდებელი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სრულ მომსახურებას. კომპანია ეხმარება სხვადასხვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს აგრო-სექტორში წარმატების მიღწევაში, მათ შორის სოფლის მეურნეობის სტრატეგიის შემუშავებაში, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვასა და მიმდინარე პროცესების მართვაში. კომპანიაში არსებულ სიახლეებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia, Blue Garden-ის მარკეტინგის მენეჯერს სალომე დიდებაშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, იგეგმება საქმიანობის არეალის მნიშვნელოვანი გაფართოება.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ჩვენი მიზანია, კონკურენტული პროექტების განხორციელებითა და აგრო საკონსულტაციო მომსახურების განვითარებით, ხელი შევუწყოთ მდგრადი და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებას. ვგეგმავთ, საქმიანობის არეალის მნიშვნელოვან გაფართოებას, რაც დაეხმარება ადგილობრივ ფერმერებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდაში. 2025 წლის დასაწყისიდანვე აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროექტების განხორციელებასა და პარტნიორული ქსელის გაფართოებაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

როგორია ინტერესი მომხმარებლების მხრიდან?

კომპანია Blue Garden-ის აქტუალურობა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორში დღითიდღე იზრდება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივაციაა საზღვრების გაფართოებისკენ. თანამედროვე გამოწვევებისა და მზარდი მოთხოვნების პირობებში, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და 15 წელზე მეტი გამოცდილება კონსულტაციისა და სოფლის მეურნეობის სფეროში, საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები. ჩვენი აქტუალურობის ზრდასთან ერთად, ვაფართოებთ საერთაშორისო თანამშრომლობას და ვამყარებთ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, როგორც არსებულ, ისე ახალ ბაზრის ლიდერებთან. სწორედ ეს გვაძლევს სტიმულს, გავცდეთ არსებულ საზღვრებს და ხელი შევუწყოთ სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემის განვითარებას უფრო ფართო მასშტაბით.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის კონკურენტულ უპირატესობებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები 15+ წლის გამოცდილებით
  • მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა (Legro, Pasquini and Bini, Borusan Cat)
  • მულტიდისციპლინური მიდგომა
  • საერთაშორისო გამოცდილებასა და ცოდნაზე ხელმისაწვდომობა

როგორია 2025 წლის სამომავლო გეგმები?

         2025 წლის გეგმები მოიცავს:

  • საქმიანობის არეალის მნიშვნელოვან გაფართოებას
  • ახალი პროექტების განხორციელებას
  • პარტნიორული ქსელის გაფართოებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე
  • მდგრადი და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას
  • ადგილობრივი ფერმერების დახმარებას საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში

აღსანიშნავია, რომ კომპანია Blue Garden-ის აქტუალურობა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორში დღითიდღე იზრდება. კომპანიას, 15 წლიანი გამოცდილება გააჩნია კონსულტაციისა და სოფლის მეურნეობის სფეროში,  რაც საშუალებას აძლევს ეფექტურად უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს და დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა