მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტზე - Carpeteria

news image
mbc image

კომპანია აქტიურად მუშაობს ექსპორტზე. სამომავლო გეგმებში შედის იტალიასა და ლონდონში პატარა კაფსულა კოლექციების გატანა.

"ძირითადად, ჩვენი ბაზარი მაინც ადგილობრივია, თუმცა ექსპორტზეც აქტიურად  ვმუშაობთ. ვცდილობთ,  რომ პატარა ბუტიკ მაღაზიებთან იტალიასა და ლონდონში კაფუსლა კოლექციები გავიტანოთ.  გარდა ამისა, ეხლა გვექნება კოლაბორაცია ,,გუდაური ლოჯთანაც". იქაც უნდა გვქონდეს ჩვენი კოლექციის მათ ბუტიკ მაღაზიაში კოლაბორაცია“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ მარგიანი.

„Carpeteria · კარპეტერია“, ხშირად  ატარებს ვორქშოფებს, რასაც საკმაოდ პოზიტიური და დადებითი გამოხმაურებები ახლავს თან.  სწორედ ამიტომ, კომპანია სამომავლოდ გეგმავს მსგავსი აქტივობების დაანონსებას.

„ვორქშოფების კუთხით, ძალიან პოზიტიურად დავიწყეთ თბილისის მერიასთან თანამშრომლობა. მათთან გვქონდა უფასო ვორქშოფების სერია. 30 ადამიანი გადავამზადეთ. მათგან ორი  ადამიანი  სტაჟირებას იწყებს ჩვენთან.  კარგი ინიციატივა იყო ჩვენი მხრიდანაც და თბილისის მერიაც მხარში დაგვიდგა. ამ პროექტის საშუალებით, ყველა მსურველს და ადამიანს, ვისაც ინტერესი ჰქონდა ამ სფეროს, ხელოვნებისა  და თავიანთი ბიზნესის დაწყების მიმართ, მიეცათ შესაძლებლობა, რომ  ჩვენთან გაევლოთ უფასოდ  მასტერკლასები, ვორქშოფები. გაცნობოდნენ ჩვენი პატარა ბიზნესის წამოწყების საფუძველებს, დეტალბს თუ როგორ შეეძლოთ მასალების გამოყენება, წარმოების ტექნიკებს, შემდეგ ბაზარზე გასვლის ინსაიდებსაც. პატარა ექპსრესს, საბაზისო კურსები ჩავატარეთ და  კარგი უკუკავშირიც მივიღეთ მონაწილეებისგან. მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო. მოკლედ, სურვილი გვაქვს რომ წელსაც გავაკეთოთ მსგავსი ტიპის ვორქშოფი იმიტომ რომ, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ნაწილშიც რომ  წვლილი გვაქვს ძალიან გვახარებს და ამ მხრივ პასუხისმგებლობა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.  სხვა კუთხით, ვცდილობთ მსგავსი ვოქრშოფების დაანონსებას და სხვა მხარდამჭერებთანაც გვაქვს მოლაპარაკება. დიდი იმედი გვაქვს რომ გვექნება მსგავსი  პოზიტიური გავლენის მქონე სერიის დაანონსების საშუალება“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ მარგიანი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა