„ალალის“ ნატურალური წვენები კანადისა და საუდის არაბეთის ბაზრებზე გავიდა
ქართული ნატურალური წვენების ,,ალალის“ მწარმოებელი კომპანია ,,აჩინებული“ საექსპორტო ბაზრევბს აფართოებს.
როგორც ,,აჩინებულის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი გოჩა ღვინეფაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, აქვთ მოლოდინი, რომ 2024 წელს ექსპორტი გაორმაგდება.
„გვაქვს 10 დასახელების პროდუქტი, წელს ვგეგმავთ, რომ კივი და ფეიხოა დავამატოთ. 2024 წელს გაფართოვდა ჩვენი საექსპორტო არეალიც. 2024 წელს დაგვემატა უზბეკეთი, კანადა, საუდის არაბეთი და რუსეთი. კანადასთან შეკვეთა დაკონტრაქტებულია, საუდის არაბეთს კონტრაქტზე ხელი აქვს მოსაწერი, უზბეკეთთან შეკვეთა დაკონტრაქტებულია, ხოლო რუსეთში ჩვენი პროდუქცია უკვე გადაიზიდა. კანადაში ძირითადად გავიტანთ ალუბლისა და საფერავის ნატურალურ წვენებს. დანარჩენ ბაზრებზე კი ყველა სახეობის წვენის ექსპორტი განხორციელდება“, - ამბობს გოჩა ღვინეფაძე.
საექსპორტო ბაზრების გაფართოებასთან ერთასდ, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე გაზაფხულის ბოლოს „აჩინებულის“ წვენებზე ფასის ზრდას გეგმავს.
„პროდუქცია, სავარაუდოდ 10%-ით გაძვირდება. გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო რესურსი, კომუნალური გადასახადები გაიზარდა, ყველა ლოგისტიკური ხარჯი და ნედლეული გაძვირებულია. ადგილობრივ ბაზარს ჩვენს გაყიდვებში 40% უჭირავს, 60% ექსპორტზე მოდის“, - ამბობს გოჩა ღვინეფაძე.
„აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და 2022 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება USAID -ის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტს, მისი ჯამური ინვესტიცია 235 000 დოლარს შეადგენს. აქედან 75 000 დოლარია გრანტია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.