მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

ალდაგი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მზღვეველი გახდა

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, რომელიც კორპორატიული დაზღვევის სეგმენტის 32%-იან წილს ფლობს და ინდუსტრიის უპირობო ლიდერია, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის – ოფიციალური სადაზღვევო პარტნიორი გახდა.

ალდაგმა გასცა არქიტექტორებისა და ინჟინრების პროფესიული პასუხისმგებლობისა (Architects and Engineers Professional Indemnity Insurance Policy) და კონტრაქტორის ყველა რისკისგან დაზღვევის პოლისები (Contractor’s All Risks Insurance Policy), ეს 2 პოლისი ითვალისწინებს ანაკლიის პორტის ფარგლებში ზღვის ფსკერის გაღრმავების სამუშაოების და ტალღმტეხი ნაგებობების პროექტირებისა და მშენებლობის დაზღვევას. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება 152 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამ მასშტაბის, ურთულესი და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საზღვაო-ინფრასტრუქტურული პროექტის დაზღვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ალდაგის უპრეცედენტო ფინანსურ მდგრადობას. აღსანიშნავია, რომ ალდაგი არის ერთადერთი კომპანია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც ფლობს წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, AM Best-ის რეიტინგს (Financial Strength Rating: B+ /Long-Term Issuer Credit Rating bbb- / Outlook: Stable), რაც მის მაღალ კაპიტალიზაციასა და ფინანსურ სიმყარეზე მიუთითებს.

უპრეცედენტო დაფარვა და გლობალური გადაზღვევის გარანტია

პოლისი გაცემულია რეგიონისთვის უპრეცედენტო, სპეციფიკური და გაფართოებული დაფარვებით. იგი მაქსიმალურად არის მორგებული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოების თავისებურებებზე და იცავს როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებელი გიგანტი კომპანიების ინტერესებს. სადაზღვევო ხელშეკრულება მოიცავს ტექნიკური უზრუნველყოფის განვრცობილ დაფარვას. (Extended Maintenance Cover). ხელშეკრულება მარავლწლიანია და სრულად ფარავს როგორც ზღვის ფსკერის გაღრმავების სამუშაოებსდა ტალღმტეხი ნაგებობების მშნებლობის პროცესს, და ასევე შემდგომი ტექნიკური უზუნველყოფის რამდენიმეწლიან პერიოდს.

ასეთი მასშტაბური რისკების ეფექტურად მართვას ალდაგი საკუთარი მყარი კაპიტალისა და მსოფლიოს წამყვან გადამზღვეველებთან პარტნიორობით უზრუნველყოფს. კომპანიის გადამზღვევი პარტნიორები არიან გლობალური სადაზღვევო ბაზრის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Hannover Re, Munich Re, SCOR და Lloyd's-ის სინდიკატები.

ალდაგის მრავალწლიანი პოლისი ფარავს: დამკვეთის, კონტრაქტორის მისი პარტნიორების მარავლმილიონიან აქტივებს და სამშემნებლო რისკებს, ასევე მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილ პასუხისმგებლობას მასშტაბური ლიმიტით.

გლობალური პარტნიორობა და დაზღვეული სუბიექტები

პოლისით დაცულია საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ინტერესები, დამკვეთის ANAKLIA SEA PORT LLC, იან დე ნულის სამშენებლო კონსორციუმის მონაწილე კომოპანიების და ასევე იან დე ნულის კონსორციუმის ქვე-კონტრაქტორების ადგილობრივი და ევროპული კომპანიების ინტერესები.

„ალდაგი ისტორიულად იყო კომპანია, რომელიც აზღვევდა ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს და მოხარული ვართ, რომ ჩვენს პორტფელს კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი შეემატა. ის, რომ ამ მასშტაბის და 152 მილიონ დოლარიანი ღირებულების საზღვაო პროექტის რისკებს სწორედ ალდაგი აზღვევს, არის ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზე ჩვენი უპირობო ავტორიტეტის აღიარება. AM Best-ის რეიტინგი და კორპორატიულ სექტორში ჩვენი ლიდერობა გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ რეგიონში უპრეცედენტო სადაზღვევო გადაწყვეტები და ვიყოთ მსხვილი ინვესტიციების უსაფრთხოების მთავარი გარანტი.“ აღნიშნავს ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.

ალდაგი - რეგიონული მასშტაბის მოთამაშე

ანაკლიის პორტის დაზღვევით ალდაგი კიდევ ერთხელ სცდება ადგილობრივი კომპანიის ჩარჩოებს. დღეს ალდაგი წარმოადგენს მძლავრ რეგიონულ მოთამაშეს, რომელიც თავად გვევლინება გადამზღვეველ კომპანიად მეზობელი ქვეყნების სადაზღვევო კომპანიებისთვის. საერთაშორისო რეიტინგი და გლობალურ გადამზღვევლებთან პირდაპირი კავშირი ალდაგს აძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას, მართოს და გადააზღვიოს მსხვილი რისკები მთელი რეგიონის მასშტაბით, რაც მას კავკასიასა და შავი ზღვის აუზში სტრატეგიულ ფინანსურ ჰაბად აქცევს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

28.10.2026.10:09

American Express-მა და თიბისიმ, საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, განაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვით, თიბისი შეძლებს American Express-ის ბარათებით გადახდების მიღებას, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე-ონლაინ.

აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელის შემდგომ გაფართოებას და ხაზს უსვამს თიბისის ერთგულებას, გაზარდოს მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გადახდის შესაძლებლობა, მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის.

• ბარათების მფლობელებისთვის: American Express-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბარათების მფლობელები შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უფრო ფართო სავაჭრო ქსელში, როგორც ფიზიკურ ობიექტებში, ისე ონლაინ, რაც მათ გადახდის მეტ მოქნილობას სთავაზობს.
• ბიზნესებისთვის: თიბისის საშუალებით, სავაჭრო ობიექტები შეძლებენ, მოემსახურონ American Express-ის, როგორც ადგილობრივი ბარათების, ისე - საერთაშორისო ბარათების მფლობელებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. ეს კი მათ, მეტი მომხმარებლის მოზიდვისა და ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
დღეს, American Express-ის ბარათები, მსოფლიოს მასშტაბით, 190 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში მიიღება¹. ამ ობიექტების რაოდენობა მიმდინარე წელს დაახლოებით 20 მილიონით გაიზარდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, აშშ-ის ფარგლებს გარეთ, American Express-ის ბარათების მიმღები სავაჭრო ობიექტების რაოდენობა გაორმაგებაზე მეტად გაიზარდა, რაც ასახავს American Express-ის უწყვეტ ერთგულებას, მსოფლიო მასშტაბით ბარათების მიღების ქსელის გაფართოების მიმართ.

„მოხარულები ვართ, რომ American Express-თან პარტნიორობით, საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელს ვაფართოებთ. ეს თანამშრომლობა ასახავს ჩვენს ერთგულებას, სავაჭრო ობიექტებს შევთავაზოთ მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გადახდის გამოცდილება, მომხმარებლებს კი - გადახდის მეტი არჩევანი. აღნიშნული პარტნიორობა სავაჭრო ობიექტებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, მოემსახურონ მომხმარებელთა უფრო ფართო წრეს, მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორებს, და ამავდროულად, ხელს უწყობს საქართველოში, გადახდების ეკოსისტემის განვითარებას’’, - სანდრო რთველაძე, თიბისის საცალო ბიზნესის მართვის დირექტორი.

„ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ იმ ადგილების რაოდენობა, სადაც ჩვენი ბარათების მფლობელებს, მსოფლიოს მასშტაბით, American Express-ის ბარათების გამოყენება შეუძლიათ. თიბისისთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელის შემდგომ გაფართოებას და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ბარათების მფლობელებისთვის, გადახდის მეტი არჩევანის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად“, - სონია დევანი, „American Express-ის გლობალური ქსელური სერვისების EMEA რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.“

თიბისის არხებით, American Express-ის გადახდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbcbank.ge ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - (+995 32) 2 27 27 27.

მოქმედი სავაჭრო ობიექტების რაოდენობის (Locations in Force - LIF) შეფასება 2026 წლის ივლისის მდგომარეობით. მონაცემები მოიცავს ჩინეთსა და ბრაზილიაში დაახლოებით 80 მილიონ სავაჭრო ობიექტს, რომლებიც American Express-ის ბარათებს იღებენ, მათ შორის ციფრული საფულეების მეშვეობით. LIF მოიცავს American Express-ის საკუთრებაში არსებულ და პარტნიორების მიერ მოზიდულ სავაჭრო ობიექტებს, რომლებშიც შესაძლებელია American Express-ის ბარათებით გადახდის მიღება. LIF-ის შეფასებები ეფუძნება გარკვეული მესამე მხარეების მიერ მოწოდებულ მონაცემებს და მოიცავს სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც American Express-ის ბარათებს იღებენ გადახდის შუამავლებისა და ციფრული საფულეების მეშვეობით.

თიბისის შესახებ

თიბისი ბანკი TBC Bank Group PLC-ის წევრია. ეს არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და უზბეკეთში, ყოველთვიურად 7.2 მილიონ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, ორი ბიზნესმოდელის საშუალებით, რომელთა მთავარი ღირებულებაა სიმარტივე, ხელმისაწვდომობა და მომხმარებლის გამოცდილება.

თიბისი, საქართველოში წამყვანი, ფინანსური სერვისების მიმწოდებელი, ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისა (MSME) და კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების (CIB) მიმართულებებით ოპერირებს. თიბისი, ქვეყნის მასშტაბით ფართო წარმომადგენლობით გამოირჩევა და აქვს მომგებიანი ზრდისა და აქციონერებისთვის მაღალი უკუგების უზრუნველყოფის ხანგრძლივი ისტორია.

თიბისი უზბეკეთი ცენტრალური აზიის წამყვანი ციფრული ფინანსური ეკოსისტემაა და მომხმარებლებსა და ბიზნესებს სრულად ციფრული მოდელის მეშვეობით ემსახურება.

თიბისი ჯგუფი საქართველოში 1992 წელს დაარსდა, ხოლო უზბეკეთში 2020 წლიდან ოპერირებს. ჯგუფი ადგილობრივი ბაზრის ლიდერიდან რეგიონულ ფინანსურ ჯგუფად ჩამოყალიბდა.

თიბისი ჯგუფი შედის FTSE 250 ინდექსში, ასევე წარმოდგენილია FTSE4Good ინდექსების სერიასა და MSCI United Kingdom Small Cap ინდექსში.

American Express-ის შესახებ

American Express (NYSE: AXP) ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გლობალური საგადახდო და პრემიუმ ცხოვრების სტილის ბრენდია. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის თანამშრომლები მომხმარებლებს სთავაზობენ გამორჩეულ პროდუქტებს, მომსახურებასა და გამოცდილებას, რომლებიც ამდიდრებს მათ ცხოვრებას და ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას.

1850 წელს დაარსებული და ნიუ-იორკში სათავო ოფისით წარმოდგენილი American Express-ის ბრენდი ეფუძნება ნდობას, უსაფრთხოებას, მომსახურების მაღალ ხარისხს, ინოვაციების დანერგვის მდიდარ ისტორიას, ასევე მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის წევრობის ღირებულების შექმნას.

American Express-ის მიზანია, ყოველდღიურად უზრუნველყოს მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მსხვილი კორპორაციებისთვის. ამასთან, American Express, გლობალური ქსელის ფარგლებში ამყარებს და მართავს ურთიერთობებს მილიონობით სავაჭრო ობიექტთან და პარტნიორთან.

American Express-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს: americanexpress.com, americanexpress.com/en-us/newsroom/ და ir.americanexpress.com.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა