ალდაგი BENE experience-ის პარტნიორია
ალდაგი ბიზნესის მხარდაჭერით ბენე ექსკლუზივის ახალი ინოვაციური პროდუქტის BENE EXPERIENCE-ისპრეზენტაცია გაიმართა.
Bene Experience არის BENE-ს სრულიად ახალი კონცეფციის პროდუქტი, რომელიც მომხმარებელსსთავაზობს პრემიალურ, უნიკალურ და მრავალფეროვან გამოცდილებებს, როგორც ინდივიდუალური, ისეკორპორატიული მიმართულებით.
Bene Experience საქარათველოში მოქმედ სასტუმროებსა და ტურისტულ კომპანიებს საკუთარიმომხმარებილებისთვის სთავაზობს ავტომობილებით მომსახურებას სხვადასხვა ტურისტულიაქტივობებისთვის, როგორებიცაა ექსკლუზიური გასტრო ტურები, შოპინგ თუ საინვესტიციო ტურები, სპორტული და ექსტრემალურ აქტივობები, ვერტმფრენითა თუ იახტით გასეირნება, და ა.შ. bene experience ქმნის უნიკალურ ტურისტულ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში ჩამოსულ სტუმრებსგანსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის. ბენეს ყველა ავტომობილი დაზღვეულია ალდაგში.
„ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ახალ ინიციატივებს, რომელიც მორგებულია მომხმარებლისსაჭიროებებს და მათ განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ბენესთან ხანგრძლივი პარტნიორულიურთიერთობა გვაკავშირებს და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩავერთოთისეთ პროექტის განხორციელებაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივწვდეთ ჩვენს აუდიტორიას და მათუნიკალური გამოცდილება შევძინოთ,“ - აცხადებენ ალდაგში;
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.