მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ალდაგი ბიზნესი B4B საჯარო ლექციების გენერალური პარტნიორია

news image
mbc image

ალდაგი ბიზნესი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) მიერ ინიცირებული B4B სტრატეგიის ფარგლებში ორგანიზებული საჯარო ლექციების გენერალური პარტნიორია. B4B სტრატეგიით გამართული საჯარო ლექციები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება და მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას, მომხმარებლის მომსახურებასა და პროდუქტის შექმნას.

“მოხარულები ვართ, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან ერთად, მონაწილეობდა სემინარში, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, დარგის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, სემინარზე, მსმენელებს გავუზიარეთ ინფორმაცია დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის სწორად გამოყენებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის სწრაფ და სწორ განვითარებას,” - ეთერ მოდებაძე, ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დირექტორის მოადგილე;

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია 2010 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მისი ძირითადი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება საქართველოში:

“საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის B4B მიმართულების ძირითადი მიზანი ბიზნესისთვის დამხარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფაა. მიმდინარე სესიების ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორებმა, მსმენელებს გაუზიარეს ინფორმაცია იმ საჭიროებებისა და აუცილებლობების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს ბიზნესი დგას. პროექტი განხორციელდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მხარდამჭერების, სადაზღვევო კომპანია ალდაგის, პროკრედიტ ბანკის, ბიას, ინვენტერისა და SME Finance-ის, ჩართულობით,” - ნიკოლოზ გურგენიძე, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი;

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ბიზნესის დაზღვევის მიმართულებით, წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს. ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bbb-, იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა