მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ალდაგი გაერთიანებული ერების გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია ალდაგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმებას შეუერთდა. შეთანხმების წევრობით, ალდაგი იღებს ვალდებულებას გაეროს გლობალური მიზნები გახადოს კომპანიის სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიურობის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პროექტებში, რომლებიც დაეხმარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნების საქართველოში განხორციელებას. 

გაერთიანებული        ერების გლობალური შეთანხმება კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა მსოფლიოში და ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციული შეთანხმების ათი პრინციპის დაცვით.

გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტ ქვეყანაში 18 000-ზე მეტ კომპანიასა და 4 000-მდე  არასამეწარმეო ორგანიზაციას აერთიანებს. 

“მოხარული ვართ, რომ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების მონაწილეები ვართ. მზად ვართ, ვიმოქმედოთ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად -ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით. გვჯერა, რომ ჩვენი წევრობა და თანამშრომლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პროდუქტიული იქნება“, - აცხადებს ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ქეთევან მაღალაშვილი; 

 

ალდაგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა და დღემდე სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერად რჩება. 2023 წლისთვის ალდაგის პორტფელში 100 000-მდე დაზღვეული მომხმარებელია. ალდაგი იყო პირველი, ვინც საქართველოში არაერთი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები  Swiss Re, Trans Re, Hannover Re, LLoyd’s of London შემოიყვანა და ხელი შეუწყო დაზღვევის კულტურის განვითარებას.

 

ალდაგმა წლების მანძილზე ზრდისა და განვითარების მიზნით, არაერთი შერწყმა და ტრანსფორმაცია განახორციელა. დღეს ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონში საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად არის აღიარებული. (EUROMONEY, world finance, global brand magazine).  2020 წელს ალდაგს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის.

 

მხოლოდ 2022 წელს ალდაგმა ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს 43 მილიონი ლარის ოდენობით ზიანი აანაზღაურა. ალდაგი წარმოდგენილია არასასიცოცხლო (property and casualty (P&C) დაზღვევის სეგმენტში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პორუდქტს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა