მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ალდაგი ღია ბანკინგში ჩართულ ორგანიზაციებს სპეციალურ პოლისს სთავაზობს

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ღია ბანკინგში ჩართვის მსურველ საფინანსო ორგანიზაციებსა და სტარტაპებს სპეციალურად მათთვის შექმნილ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას სთავაზობს. 

ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიაა, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა ფინანსური სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მარტივად გაცვალოს საკუთარი ფინანსური ინფორმაცია სხვადასხვა ბანკებს შორის, გამარტივებულად მიიღოს ფინანსური სერვისები და აკონტროლოს საკუთარი ფინანსები. 

ღია ბანკინგში ჩასართავად ფინტეკ კომპანიებისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა. ალდაგის პროფესიული პასუხისმგებლობის პოლისი ფარავს იმ აუცილებელრისკებს, რომლებიც ღია ბანკინგში მონაწილეობის ლიცენზიისთვისაა საჭირო. 

„ალდაგი არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელმაც აღნიშნული პოლისი გასცა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლის საშუალებითაც ფინტეკ კომპანიებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ ღია ბანკინგში. ღია ბანკინგი ახალი ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ჯანსაღ კონკურენციას და მონაცემებზე დაფუძნებული ფინტეკ ბიზნესს მოდელების განვითარების საფუძველია,“- აცხადებენ ალდაგში;

ალდაგი ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია არასიცოცხლის დაზღვევის ბიზნესში და არის პირველი კომპანია ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს გლობალური სარეიტინგო კომპანიისგან AM Best.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა