ალდაგი იმსახურებს ჩემპიონს
სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კამპანიის “მიზნისკენ მშვიდი გონებით”, ფარგლებში, უერთდება საქართველოს ბანკის მიერ ინიცირებულ პროექტს - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”. საქართველოს ბანკის, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორის მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ქართული ბრენდების ჩართვა, რომ პარალიმპიელმა ჩემპიონებმა საკუთარი შრომისა და მიღწევების შესაბამისი აღიარება მოიპოვონ.
ალდაგისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ამ პროექტის მხარდაჭერა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ბუნებრივი გაგრძელებაა. ინიციატივა მიზნად ისახავს კამპანიის მასშტაბის გაფართოებას, საქართველოში პარაოლიმპიური სპორტის განვითარების ხელშეწყობასა და სპორტსმენებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისა და ახალი წარმატებების მიღწევის საშუალებას მისცემს.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიერ წარდგენილი პარალიმპიელებიდან, ალდაგი ანა ჯაფარიძეს მხარდამჭერია, რომლის წარმატების გზა, პარატაეკვანდოში, არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას აერთიანებს. ალდაგისთვის ჩემპიონების გვერდით დგომა, მათი მიღწევების აღიარებასა და იმ პირობების უზრუნველყოფას ნიშნავს, რაც სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, მიზნისკენ მშვიდი გონებით განაგრძონ სვლა.
“პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერა, ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და პარაოლიმპიური მოძრაობის გაძლიერებაში. ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით, გვსურს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც კომპანიას, ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც მიზნისკენ მშვიდი გონებით სვლა და შეუპოვრობა სათანადოდ არის დაფასებული. გვჯერა, რომ საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია,” - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი;
სხვა სიახლეები
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
21.10.2026.11:32
National Geographic საქართველოს ახალი სპეციალური გამოცემა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ეძღვნება - როგორ მოიშინაურა ადამიანმა ველური მტაცებელი, როგორ ჩამოყალიბდა ძაღლების უთვალავი ჯიში და რას ამბობს მეცნიერება მათ გონებაზე, ქცევასა და ადამიანთან განსაკუთრებულ კავშირზე.
ქართული National Geographic - ის გამოცემიდან 14 წელი შესრულდა. მსოფლიოს ახალი აღმოჩენები, სამეცნიერო კვლევები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები თუ ტექნოლოგიური მიღწევები ერთ გამოცემაში იყრის თავს და ის ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი 2012 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია სილქნეტის უწყვეტი სპონორობით, ჟურნალი თავაზობდა ერთგულ მკითხველს მრავალფეროვან თემატიკას. მეცნიერებით, ფოტოგრაფიით დაინტერესებულ საზოგადოებას წვდომა ჰქონდა მსოფლიოში მიმდინარე კვლევებზე, აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ უახლეს საავტორო სტატიებზე.
2026 წლიდან სილქნეტი აგრძელებს ყველასათვის ცნობილი ჟურნალის მხარდაჭერას. ამიერიდან ყოველი გამოცემა განსხვავებული ფორმატით და პერიოდულობით, ერთ კონკრეტულ თემას მიეძღვნება.
National Geographic საქართველოს ახალი სპეციალური ნომერი „ძაღლების საიდუმლო ცხოვრებაზე“ გვიყვება. მკითხველი უძველეს და უახლოეს ოთხფეხა მეგობარზე უამრავ სიახლეს შეიტყობს. ვრცელი სტატიები აღწერს როგორ იქცა ძაღლი ველური მტაცებლიდან შინაურ ბინადარად; რა არის ცნობილი სელექციასა და სხვადასხვა ჯიშის განსაკუთრებულ თვისებებზე; რა ცოდნა დააგროვა მეცნიერებამ ძაღლის გონებისა და ქცევის შესახებ; ამ გამოცემით საზოგადოება უფრო ახლოს გაეცნობა საქართველოში გავრცელებულ ძაღლის გამორჩეულ ჯიშებს.
თითოეული მასალა უხვად ილუსტრირებულია და სამეცნიერო ფაქტებს ეყრდნობა.
დაინტერესებული მკითხველი National Geographic საქართველოს შეიძენს პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში, მაღაზია "ბიბლუსის" ქსელში; “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მაღაზიებში; ხოლო ჟურნალის რედაქციასა და სილქნეტის მომსახურების ცენტრებში - პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14 - გამოცემა ხელმისაწვდომია სპეციალურ ფასად.