მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

ალდაგი პირველი ქართული კომბინირებული ანტარქტიკული ექსპედიციის პარტნიორია

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კამპანიის “მიზნისკენ მშვიდი გონებით”, ფარგლებში, საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბისა და მნიშვნელობის ეროვნული ინიციატივის - პირველი კომბინირებული ანტარქტიკული ექსპედიციის პარტნიორია. პლატფორმა „ცისკარის“ ფარგლებში, ანტარქტიკის ისტორიულ ექსპედიციაში სამი ქართველი პროფესიონალი გაემგზავრება. ეს არის გლობალური მასშტაბით უნიკალური მისია, რომლის ანალოგიური კომბინირებული მარშრუტი მსოფლიოში სულ 150-მდე ადამიანს აქვს შესრულებული, საქართველოსთვის კი სრულიად ახალი გამოცდილებაა.

პროექტის მიზანია საზოგადოების ყურადღება თანამედროვეობის უმთავრეს გამოწვევაზე, გარემოს ცვლილებასა და მასთან ადაპტაციისკენ მიმართოს. აღნიშნული რეგიონი, კი, დედამიწაზე მიმდინარე კლიმატური პროცესებისა და გარემოსდაცვითი ტრანსფორმაციების ეპიცენტრს წარმოადგენს და პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოს ეკოსისტემასთან და კლიმატურ ტრანსფორმაციებთან.

ალდაგისთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, ამ ისტორიული პროექტის მხარდაჭერა კომპანიის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. აღნიშნული პარტნიორობა და კომპანიის მთავარი გზავნილი “მიზნისკენ მშვიდი გონებით”, ხაზს უსვამს ალდაგის ხედვას, რომ რისკების სწორი მართვით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითა და საიმედო პარტნიორობით ნებისმიერი მასშტაბური მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

“ამ ისტორიული პროექტის მხარდაჭერა ჩვენთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ორგანული ნაწილია. გვჯერა, რომ მსგავს გლობალურ ინიციატივებში კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი როლი აქვს, რადგან ასეთი მასშტაბური ინიციატივების მხარდაჭერით ეყრება საფუძველი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი გამოწვევების გააზრებას და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. როგორც სადაზღვევო კომპანიას, მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება გვაქვს გარემოსდაცვითი რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საინფორმაციო კამპანიებში, ჩვენთვის ეს პროექტი ის ეროვნული ინიციატივაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ინდივიდუალურ დონეზეც კარგად გავიაზროთ გლობალური კლიმატური რისკები და მასთან ერთად საქართველოს ეკოლოგიური და კლიმატური გამოწვევები,“ - აცხადებენ ალდაგში;

ექსპედიცია ორი ურთულესი ამოცანის შესრულებას მოიცავს: ანტარქტიკის უმაღლეს მწვერვალ ვინსონზე ასვლას და სამხრეთ პოლუსამდე დარჩენილი 111 კილომეტრის (ე.წ. „ბოლო გრადუსის“) თხილამურებით დაფარვას. ამ ისტორიულ მისიაში განსხვავებული გამოცდილების მქონე გუნდი მონაწილეობს: ქართული ალპინიზმის ლეგენდა - ბიძინა გუჯაბიძე, გეოგრაფი, გლაციოლოგი და პროექტის იდეის ავტორი - გიორგი გოცირიძე, და დოკუმენტალისტი - ნიკა ლებანიძე, რომელიც ექსპედიციის მსვლელობას სრულად გადაიღებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება - თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

16.10.2026.13:20

16-25 ოქტომბერს თიბისი ტექსკოლა უფროსკლასელებს ორ ახალ, უფასო სასწავლო კურსზე იწვევს: „Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“.

თიბისიმ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების მოშლით საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეს, თიბისი სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მიიღოს ხარისხიან განათლებაზე წვდომა. ტექსკოლაში სწავლა სრულად უფასოა და ონლაინ მიმდინარეობს. კურსებს შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები გაუძღვებიან.

„Python ხელოვნური ინტელექტისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე“ კურსებზე, მოსწავლეები იდეიდან რეალური პროექტის შექმნამდე ხელოვნურ ინტელექტს ასისტენტად იყენებენ, სწავლობენ პრობლემების გადაჭრასა და ციფრული პროდუქტების შექმნას. პრაქტიკული გამოცდილებით ისინი განივითარებენ სისტემურ და კრიტიკულ აზროვნებას, პროექტის მართვისა და AI-ის გააზრებულად გამოყენების უნარებს, რაც საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და მომავალი პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.

თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 9-12 კლასის მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. შვიდი ნაკადის განმავლობაში პროგრამას 5000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. ტექსკოლის საგანმანათლებლო პროგრამები „ჯეოლაბთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

გაიგე დეტალური ინფორმაცია და დარეგისტრირდი 25 ოქტომბრამდე.

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა