ალდაგი სახლის დაზღვევის მსურველებს ახალ შეთავაზებას უკეთებს
სადაზღვევო კომპანია ალდაგი, სახლის დაზღვევის მსურველებს, ახალი შეთავაზებით დაუბრუნდა.
ალდაგისა და კომპანია ნამი 8 -ს თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც 30 ნოემბრამდე სახლს ალდაგში დააზღვევენ, ნამი 8 - ს უახლესი ტექნოლოგიის, ინოვაციური წყლის ბარით, ორი თვის განმავლობაში, უფასოდ, ისარგებლებენ.
წყლის ბარი უმაღლესი სტანდარტების, ჭკვიანი სისტემით აღჭურვილი ტექნოლოგიაა, რომელიც სრულიად აღმოფხვრის სასმელი წყლის პრობლემას და შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერ დროს ისარგებლოთ გაფილტრული ცხელი, თბილი ან/და გრილი წყლით.
„ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლებს განსხვავებული პირობები და საჩუქრები შევთავაზოთ, რადგან მეტად დაცულად და კომფორტულად იგრძნონ თავი. ალდაგის სახლის დაზღვევის პროდუტი მართლაც გამორჩეული და კონკურენტულია ბაზარზე, რადგან ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას მიიღებს,“ - აცხადებენ ალდაგში.
ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას. ალდაგის სახლის დაზღვევის შეძენა დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.