ალდაგი სატვირთო ავტომობილების მფლობელებს სიახლეს სთავაზობს
ალდაგი ბიზნესისა და „გრინვეი საქართველოს“ პარტნიორობის ფარგლებში, სატვირთო ავტომობილისმფლობელი კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ალდაგში ავტოტრანსპორტისკორპორატიული დაზღვევის პოლისს შეიძენენ, „გრინვეი საქართველოში“ ტექდათვალიერების უფასოსერვისით ისარგებლებენ.
„გრინვეი საქართველო“ ტექინსპექტირების სფეროში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ექვსი წელია ბაზარზეოპერირებს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში. კომპანიის ყველა ცენტრიაღჭურვილია ACTIA-ს წარმოების ტექნიკით. გრინვეი თანამშრომლობს ესპანური ტექინსპექტირებისკომპანია APPLUS-თან და საერთაშორისო ასოციაცია “CITA”-სთან, რომელიც სახელმწიფო და კერძოსექტორის ორგანიზაციებს აერთიანებს და ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებისასფეროში საქმიანობენ.
„ტექინსპექტირების მთავარი მიზანი უსაფრთხოება და გარემოს გაუმჯობესებაა. ჩვენ, როგორც მაღალისოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს ისეთისერვისები შევთავაზოთ, რომელიც არა მხოლოდ ხელშესახები სარგებლის მიღებას გულისხმობს, არამედეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ალდაგის ახალი მომხმარებლები, კორპორატიული მომსახურების ფარგლებში, გრინვეის სერვისცენტრებში ტექდათვალიერების მომსახურებას, უფასოდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიღებენ“ - აცხადებენ ალდაგში.
კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი საქართველოში წლებია ლიდერობს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანიასაქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს (AM Best bb+).
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.