მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

ალდაგი სეტყვისგან დაზარალებულ ფერმერებს 3 მლნ ლარზე მეტ ზარალს აუნაზღაურებს

news image
mbc image

უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად, ივნისის თვეში ქართლისა და კახეთის რეგიონებში 800-ზე მეტი ფერმერი დაზარალდა. დაზიანებული კულტურების საერთო ზარალმა 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. არსებული გამოწვევის ფონზე, ალდაგი საკუთარ დაზღვეულ ფერმერებს მიმდინარე ზიანს აქტიურად უნაზღაურებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესში სწრაფი დახმარება აღმოვუჩინოთ ფერმერებს, რომლებმაც საკუთარი კულტურების დაზღვევა გვანდეს. ჩვენი გუნდი, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ოფისებიდან, აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ფერმერებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად, ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე,“ -აცხადებენ ალდაგში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტიქიასთან ერთად, დაზარალებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ზიანის რაოდენობა მუდმივად იცვლება, შესაბამისად ზარალის დათვლა და ანაზღაურება უწყვეტ პროცესად მიმდინარეობს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერებს სასურველი კულტურის დაზღვევა 70%-იანი სუბსიდიით შეუძლიათ, მათი თანამონაწილეობა დაზღვევის ღირებულების მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

ალდაგის დაზღვევა ანაზღაურებს ისეთ გავრცელებულ რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა ციტრუსებში.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ალდაგმა აგროდაზღვეულებს 30 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი

03.11.2026.19:00

სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.

გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.

ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა