მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0023
flag
AZN 1.5576
-0.0007
flag
CNY 39.03
-0.0059
flag
EUR 3.02
-0.0151
flag
GBP 3.5004
-0.0073
flag
KZT 54.47
0.0008
flag
TRY 0.057
0
flag
USD 2.648
-0.0007
news banner

ალდაგი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელებს 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია ალდაგი 20 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს, წინასწარი მონაცემებით, 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს. ამ დროისთვის კომპანიაში უკვე დაფიქსირდა 3 000-მდე განაცხადი. სტიქიამ ძირითადად საცალო და კორპორატიული სეგმენტის ავტომობილები დააზიანა.
მიმდინარე მონაცემებით, დაზარალებულთა რაოდენობა და მიყენებული ზარალის მოცულობა დინამიურად იცვლება და ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ავტომობილების ნაწილის შეფასება უკვე დასრულებულია და კომპენსაციების გაცემა დაწყებულია. მომხმარებლებისთვის შეთვაზებულია ავტომობილების შეკეთების ინდივიდუალური გეგმაც.
„სტიქიის პირველივე წუთებიდან, ჩვენი გუნდი სრული დატვირთვით მუშაობს დედაქალაქში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელთა დასახმარებლად. ალდაგი ავტოდაზღვევის ყველაზე მსხვილ სადაზღვევო პორტფელს ფლობს, კორაპორატიულ და საცალო სეგმენტში, შესაბამისად, სტიქიის მასშტაბი ჩვენს მომხმარებლებს ყველაზე მეტად შეეხო. პროცესის სირთულიდან გამომდინარე, ალდაგის ქოლ-ცენტრი გადაყვანილია 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე, რათა ოპერატიულად მოხდეს მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თითოეული მომხმარებლის კმაყოფილებაა,“ - აცხადებენ კომპანიაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვახტანგ ჟვანიამ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას იუსტიციის სახლის წარმატებული კონცეფცია „ყველაფერი ერთ სივრცეში“ – გააცნო

23.06.2026.18:50

იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას იუსტიციის სახლის წარმატებული კონცეფცია – „ყველაფერი ერთ სივრცეში“ – გააცნო

სესიაზე „ინტეგრირებული მომსახურების მიწოდების სისტემები” სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სახლის ფილიალებზე, მობილური იუსტიციის სახლის პროექტზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომ სერვისებზე, სატელეფონო ცენტრსა და ბიზნესასისტენტის მომსახურებაზე.

მისი განცხადებით, იუსტიციის სახლის მიერ დანერგილი ინტეგრირებული სერვისების მოდელი მოქალაქეთა საჭიროებებზეა ორიენტირებული და ადმინისტრაციულ ბარიერებს ამცირებს. ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ამ მიდგომის წარმატება საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია და იუსტიციის სახლს სერვისების მიწოდების სფეროში საუკეთესო მიღწევებისთვის გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდო აქვს მინიჭებული.

იუსტიციის სახლი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად მუშაობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინკლუზიურობასა და თანაბარ ხელმისაწვდომობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სერვისების განვითარებას.

დღეს საქართველოს მასშტაბით 127 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, რომლებიც მოქალაქეებს 500-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება, ხოლო ხელმისაწვდომი სერვისების რაოდენობა 1 000-ს გადააჭარბებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა