მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ალდაგი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია ალდაგი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის - Tbilisi Art Fair (TAF) - ოფიციალური მზღვეველი და პარტნიორია. რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო სცენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ალდაგის მიერ სრულად იქნება დაზღვეული.

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა 21-24 მაისს ექსპოჯორჯიას ორგანიზებით და სოლოს მხარდაჭრით ექსპოჯორჯიაში გაიმართება, რომელიც მსოფლიოს 8 ქვეყნიდან 32 გალერეას და 50 მდე დამოუკიდებელ არტისტს გააერთიანებს, რომელთა შორის არიან Pentti Sammallahti, Masao Yamamoto, Kristoffer Albrecht და სხვები.

ამ პროექტით ალდაგი აგრძელებს სახელოვნებო სფეროს მხარდაჭერას დაკოლექციონერებსა თუ სახელოვნებო სივრცეებს ნამუშევრების დაზღვევის სპეციალიზებულ მომსახურებას სთავაზობს. 

“საერთაშორისო სტანდარტების სადაზღვევო მომსახურება ხელოვნების ტრანსპორტირებისა და ექსპონირების პროცესში, ხელს უწყობს სფეროს მდგრადობას და ქმნის საიმედო გარემოს ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის, როგორც მთავარი მზღვეველისა და პარტნიორისთვის, Tbilisi Art Fair-ის მხარდაჭერა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან გვესმის, რომ ხელოვნება განსაკუთრებულ დაცვას და ზრუნვას საჭიროებს. გვჯერა, რომ დაზღვევის ჩვენს მიერ შექმნილი გამოცდილება, ხელს შეუწყობს სახელოვნებო სფეროს განვითარებას,”- აცადებენ ალდაგში.

გამოფენა-გაყიდვა მეხუთე წელია ტარდება და წელსაც დატვირთულია კურატორული პროექტებითა და დისკუსიებით. პავილიონებში წარმოდგენილი იქნება ლევან მინდიაშვილის მულტიფუნქციური ინსტალაცია „ყვარლის დედაბოძი“, VA[A]DS-ის კურსდამთავრებულთა გამოფენა „Human Acts“, საერთაშორისო ფოტო-პროექტი „Commonplaces“ და საბჭოთა ქართული დიზაინის კვლევა „ALL THAT MATERIAL CULTURE“.

Tbilisi Art Fair 2026-ის ოფიციალური გახსნა 21 მაისს შედგება. ბაზრობა ვიზიტორებს 24 მაისის ჩათვლით, ყოველდღე 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები

09.10.2026.19:22

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს.

STEM სკოლის შემოდგომის ნაკადის მიღება უკვე დასრულდა. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 1 500-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სწავლას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. შედეგების მიხედვით კი გამოვლინდება საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.

რატომ STEM სკოლა?

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლის პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით და განივითარონ მომავლის პროფესიებისთვის მნიშვნელოვანი უნარები. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სასწავლო პროცესს კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან.

პროექტის ფარგლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. პროგრამა მათ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ტექნოლოგიური და ანალიტიკური უნარების განვითარებაშიც ეხმარება.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში STEM სკოლა უკვე არაერთი წელია ქმნის შესაძლებლობებს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებებით არიან დაინტერესებული.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს.

STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა