ალდაგის მხარდაჭერით ,,პორშე ცენტრი თბილისმა“ Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა
სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოს მხარდაჭერით, პორშე ცენტრი თბილისმა More Luxury კონცეფციით, მესამე თაობის Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა. პრეზენტაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა.
პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი ალდაგში და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, კონსიერჟის მომსახურება.
„პორშეს ცენტრი თბილისის ღონისძიებები ჩვენთვის, ყოველთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანია და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. დღეს, წარმოდგენილი ვართ, ალდაგის პრემიუმ ბრენდით - პრიმო, რომელიც პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა და ინდუსტრიისთვის სიახლეა. პრიმოს სერვისით, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად მოვერგოთ მომხმარებლების საჭიროებებს, რომელიც არაერთ სპეციალურ შეთავაზებას და განსხვავებულ პირობას მოიცავს. მათ შორისაა, პერსონალური მენეჯერი, კონსიერჟ სერვისი და სხვა,“- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;
Porsche Cayenne-ის, მესამე თაობის, უახლესი მოდელის გაყიდვები, საერთაშორისო მასშტაბით, ერთსა და იმავე დღეს დაიწყო. განახლებული მოდელით, პორშემ, მის მიერ წარმოებული პრემიუმ კლასის ავტომობილები უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.