ალდაგის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართა
ალდაგის მხარდაჭერით სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი სოციალურიმეწარმეობის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა იყო.
სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმი, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალურიმეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ჩატარდა, რომელსაც საჯარო, კერძოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. სხვადასხვა ფორმატშისტუმრებმა და სპიკერებმა სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემაზე, წარმატებულ მაგალითებსა დაგამოწვევებზე ისაუბრეს.
ღონისძიების ბოლოს ხმის მიცემის შედეგად 2023 წლის საუკეთესო სოციალური საწარმოს კონკურსისგამარჯვებული გამოვლინდა. წლის სოციალური საწარმოდ დევნილთა დასახლებაში დაარსებული ტიხრულიმინანქრის საწარმო „იკორთა“ დასახელდა,
„მუდმივად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ არაკომერციულ ორგანიზაციებს - სამოქალაქო, სათემოორგანიზაციებსა და სოციალურ საწარმოებს განვითარებაში. ალდაგის კორპორაციული სოციალურიპასუხისმგებლობა, მცირე ქართული სტარტაპებისა და სოციალური საწარმოების გაძლიერებისკენ არისმიმართული, რაც გულისხმობს საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციების დახმარებას, რათა მათმიაღწიონ მეტ წარმატებას და შესაბამისად, სოციალური მისიის უკეთ შესრულებას,“ - აცხადებს ალდაგისსაზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ქეთევან მაღალაშვილი;
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.