ალდაგის მხარდაჭერით ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი RAV 4 წარადგინა
სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერით, ტოიოტა ცენტრი ბათუმმა, ტოიოტას ფლაგმანი მოდელი, ახალი თაობის RAV4, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში წარადგინა.
თანამედროვე ავტოინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის წარდგენა არაფორმალურგარემოში, სრულიად განსხვავებული ფორმატით შედგა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობაჰქონდათ გაცნობოდნენ ავტომობილის მახასიათებლებს და ტესტ-დრაივ ფორმატში თავად გამოეცადათ მისიშესაძლებლობები.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მოხარული ვართ, რომ მხარსვუჭერთ ახალი Toyota RAV4-ის პრეზენტაციას. სწორედ ამიტომ, ტოიოტას ერთგულ მომხმარებელსდამატებითი ღირებულებას ვთავაზობთ და პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც 31 ივლისის ჩათვლით „ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ ახალ RAV4-ს შეიძენენ და ავტომობილს ალდაგში დააზღვევენ, ცენტრის 700 ლარამდე ღირებულების ვაუჩერს მიიღებენ. ვაუჩერი პრაქტიკული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ მომხმარებლებმა, ავტომობილის სერვისი თუ აქსესუარები პირდაპირ ოფიციალურ ცენტრში, ხარისხისგარანტიით უზრუნველყონ,” - აცხადებენ ალდაგში;
ალდაგის ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ უსაფრთხოებას უნარჩუნებს და ისეთ ძირითად რისკებსანაზღაურებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა და გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები, მათშორის სეტყვა და მიწისძვრა, ასევე ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.