მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ალდაგის მხარდაჭერით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა შედგა

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერითა და Property Georgia-სა და FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით,პირველად საქართველოში, უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა - Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup, შედგა,  რომლის მიზანი უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორში მოღვაწე40-მდე სხვადასხვა პროფილის კომპანიების ხელმძღვანელებს შორის ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებადა ახალი ბიზნეს თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup ფარგლებში ერთ სივრცეში ერთმანეთს შეხვდნენგადაწყვეტილებების მიმღები პირები სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან, საბროკეროსფეროდან, არქიტექტორები და საინჟინრო - ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ქალაქგეგმარების ექსპერტები.

„მოხარული ვართ, რომ ამ ფორმატში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ Property Georgia-სთან და ჩვენსმოქმედ და პოტენციურ მომხმარებელთან ერთად ვისაუბროთ სამშენებლო რისკებსა და მათი დაზღვევისგზებზე. ჩვენ, როგორც კორპორატიული დაზღვევის კუთხით ლიდერმა კომპანიამ, გავაზიარეთ ჩვენი ხედვასამშენებლო რისკების დაზღევაზე, გავაცანით ის სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც სამშენებლოინდუსტრიისთვის გვაქვს შემუშავებული. კომპანიებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობენ, გვაქვსსაშუალება შევთავაზოთ მათზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავსმათ, მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რისკებისგან,“- განაცხადა კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ეთერ მოდებაძემ;

“FIANBCI Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოში პირველად, უძრავი ქონების ლიდერების B2B შეხვედრა ჩავატარეთ, რომლის მთავარი მიზანია, უძრავი ქონების სექტორის მოთამაშეების გაერთიანება ერთ სივრცეში, ბიზნეს შესაძლებლობებისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, სხვადასხვა სფეროდან. აღსანიშნავია სადაზღვევო პარტნიორის - ალდაგის ჩართულობა ამ პროცესში, ვინაიდან მშენებლობის რისკების დაზღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება ზოგადად სექტორის გაჯანსაღებისთვის და ინვესტორების, დეველოპერების, ქონების მესაკუთრეების რისკების დაზღვევისა და ინტერესების დაცვის კუთხით,“ - ლიკა ქარდავა, FIABCI-Georgia;

ალდაგის სამშენებლო რისკების დაზღვევა ფარავს სამშენებლო  მოედანზე ყველა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს, რომელიც პოლისის  პირობებით არ წარმოადგენს გამონაკლისს. სადაზღვევო პოლისი ფარავს  ყველა რისკს, რომელიც სამშენებლო მოედნის ფარგლებში მოხდება, მათ შორის სამშენებლო ტექნიკის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, დაზღვეული საგნის გატაცება, ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზიანი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა