მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მასშტაბური გათამაშება დასრულდა - პარიზის საგზურის მფლობელი გამოვლინდა

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის მასშტაბური გათამაშება ოფიციალურად დასრულდა და მთავარი პრიზის მფლობელი უკვე ცნობილია. გამარჯვებული ბათუმში მცხოვრები სულხან ბაკურაძე გახდა, რომელსაც პარიზის ორკაციანი საგზური გადაეცა და საფრანგეთის დედაქალაქში დეკემბერში გაემგზავრება.

კამპანიის ფარგლებში, ალდაგმა, გამარჯვებულს მოგზაურობა სრულად დაუფინანსა, რაც როგორც ორმხრივ ფრენას, ასევე, სასტუმროში განთავსების ხარჯებს სრულად მოიცავს.

გათამაშებაში ავტომატურად მონაწილეობდნენ მომხმარებლები, რომლებმაც სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ, onlinetravel.aldagi.ge-ზე შეიძინეს.

“ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მომხმარებლებს საუკეთესო სადაზღვევო პირობებთან ერთად, ყოველთვის შევთავაზოთ დამატებითი ღირებულება. აღნიშნული გათამაშება, ზაფხულის სეზონზე, სამოგზაურო დაზღვევის ყველაზე მასშტაბური ბენეფიტი იყო და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, დაუვიწყარი დღეები გაატაროს პარიზში. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ალდაგთან ერთად მოგზაურობა, თითოეული მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო სურპრიზებით სავსე იყოს,“ - აცხადებენ ალდაგში.

ალდაგი, მომხმარებლებს, რომლებიც სამოგზაურო დაზღვევას ონლაინ, onlinetravel.aldagi.ge -ზე შეიძენენ, განსაკუთრებულ პირობებსა და დამატებით უპირატესობებს კვლავ სთავაზობს. კამპანიის ფარგლებში, მოგზაურებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ JBL-ის პორტატული დინამიკების მფლობელები, ამასთანავე, საჩუქრად მიიღებენ როუმინგოს (Roamingo) 1GB სამოგზაურო ინტერნეტს, ნებისმიერ ახალ პაკეტზე დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ავტომობილის დაქირავების მსურველებისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია Sixt-ის განსაკუთრებული პირობები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

11.11.2026.13:37

„ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია. ახალი პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას საერთაშორისო ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo შეიმუშავებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროექტი ისნის მეტროსადგურთან ახლოს, ქეთევან დედოფლის გამზირის №98-ში, ახლად შეძენილ, 7 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განვითარდება. “ბიოგრაფი ლივინგი“ და Mecanoo-ს თანამშრომლობის მიზანია ახალ ლოკაციაზე თანამედროვე მრავალფუნქციური ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც საცხოვრებელ სივრცეებს, ყოველდღიურ სერვისებსა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. მემორანდუმის ხელმოწერას Mecanoo-ს წარმომადგენელი ნუნო ფონტარა დაესწრო.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, რომელიც ადამიანებს ცხოვრების უკეთეს ხარისხს შესთავაზებს და უბნის განვითარებასაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. ისანში უკვე ვავითარებთ „ჰისნის“, ახალი პროექტით კი ამ ხედვას კიდევ უფრო ფართო მასშტაბს ვაძლევთ. Mecanoo-სთან პარტნიორობა აერთიანებს ჩვენს ამბიციას და საერთაშორისო არქიტექტურულ გამოცდილებას, რომლის ცენტრშიც ადამიანი და მისი ყოველდღიური საჭიროებებია. გვინდა, ეს ტერიტორია ქალაქის ორგანულ ნაწილად იქცეს - ადგილად, სადაც ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და ურთიერთობა ერთიან, გააზრებულ სივრცეში იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს “ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

ახალი პროექტი “ბიოგრაფი ლივინგისთვის“ ისანში მეორე მასშტაბური განაშენიანება იქნება. კომპანია ამავე უბანში, მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს, საცხოვრებელ პროექტ „ჰისნის“ ავითარებს, რომელიც ოთხ 36-სართულიან კოშკს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 8 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციული ზონა, 40 000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრი, 25-მეტრიანი საცურაო აუზი, თანამედროვე ფიტნესდარბაზი, პადელის კორტები და კაფე-რესტორნები.

ახალი პროექტის არქიტექტურული პარტნიორი Mecanoo 1984 წელს ნიდერლანდების ქალაქ დელფტში დაარსდა. კომპანია აერთიანებს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, ლანდშაფტისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებებს. მისი მიდგომა ეფუძნება ადამიანების საჭიროებების, ადგილის კულტურული იდენტობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებას.

Mecanoo-ს საერთაშორისო პორტფოლიოშია ბირმინგემის ბიბლიოთეკა დიდ ბრიტანეთში, კაოსიუნგის მეტროსადგური ტაივანში, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ნიდერლანდებში და სტავროს ნიარხოსის ფონდის ბიბლიოთეკა ნიუ-იორკში.

“ბიოგრაფი ლივინგის” ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კომპანია ამჟამად 10 მასშტაბურ პროექტს ავითარებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღემატება. კომპანიის მიმდინარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი კი, 75%-ზე მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა