ალდაგის შეთავაზება ახალი ტოიოტას და ლექსუსის მფლობელებს
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახალი ტოიოტასა და ლექსუსის მფლობელებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მომხმარებლები, რომლებიც ახალ ავტომობილს ცენტრში შეიძენენ და ალდაგში დააზღვევენ, საჩუქრად შესაბამისი ცენტრის 700 ლარამდე ღირებულების ვაუჩერს მიიღებენ.
აქციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მძღოლს, რომელიც 31 ივლისის ჩათვლით, ავტომობილს ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტაში, ტოიოტა ცენტრ ბათუმში ან ლექსუს თბილისში შეიძენს.
„ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, პრაქტიკული და ხელშესახები სარგებელიც შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ტოიოტასა და ლექსუსის პოტენციურ მფლობელებს მივეცით შესაძლებლობა, ავტომობილის დაზღვევისას საჩუქრად ავტორიზებული ცენტრების ვაუჩერები მიიღონ, რაც მათ დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს,“ - აცხადებენ ალდაგში.
ალდაგის ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ უსაფრთხოებას უნარჩუნებს და ისეთ ძირითად რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა და გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები, მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა, ასევე ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.