მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

ალდაგის შეთავაზება ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და EV Power-ის პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ელექტრო ავტომობილები ალდაგში ჰყავთ დაზღვეული, ივი ფაუერის დამუხტვის სადგურებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

EV Power ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანია EV მძღოლებს შესთავაზოს ავტომობილების დამუხტვა სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში დამკვიდრდა ელექტრო მანქანების მოხმარების გამოცდილება. მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ელექტრო მანქანების დაზღვევა სურთ, ყოველდღიურად იზრდება. ალდაგი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელშიც ყველაზე მეტი ელექტრო მანქანაა დაზღვეული, შესაბამისად, ვცდილობთ, მძღოლებს დაზღვევის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინდივიდუალურად მორგებული პირობები და ისეთი უპირატესობები შევთავაზოთ, რომ მაქსიმალური კომფორტი მიიღონ ავტო დაზღვევით,“ - აცხადებენ ალდაგში.

ალდაგში, ელექტრო მანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით სარგებლობენ და მომსახურებას სპეციალურად დაკომპლექტებული გუნდისგან იღებენ, რომლებიც ინდუსტრიის მცოდნე სპეციალისტები არიან. ალდაგის ელექტრო მანქანების დაზღვევა, მაქსიმალური ანაზღაურებით ფარავს ყველა შესაძლო ან/და განსხვავებულ რისკს, რაც შეიძლება ელექტრო მანქანის ფლობას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ელემენტების შეკეთება ან/და შეცვლა, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს

11.09.2026.19:48

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.

ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა