ალდაგისა და ბენე კომფორტის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
სადაზღვევო კომპანია ალდაგი და საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვანი პროვაიდერი კომპანია „ბენე კომფორტი“ პარტნიორობას იწყებენ, რომლის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული პირობებისა და კომფორტული სერვისების შეთავაზების უზრუნველყოფაა.
პარტნიორობის ფარგლებში, ბენე კომფორტის მომხმარებლები, ალდაგის ქონების სრული დაზღვევის პროდუქტზე ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ.
„მოხარული ვართ, რომ საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვან პროვაიდერ კომპანია ბენე კომფორტთან ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. ბენესთან ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ალდაგი კომპანიებსა და ინდივიდებს სახლის საუკეთესო დაზღვევას სთავაზობსდა აღნიშნული თანამშრომლობა ბენე კომფორტის მომხმარებლებისთვის სანდო და კომფორტული სერვისების შექმნას, სპეციალურად მათზე მორგებული პირობებით, უზრუნველყოფს,“ - ნინო წეროძე, ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორი;
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაზე და ამ მიზნის მიღწევაში ალდაგთან პარტნიორობა გვეხმარება. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის სახით დამატებითი მომსახურება და მეგობრული ფასი შევთავაზოთ,“ - ბექა არაბული, ბენე კომფორტის მმართველი პარტნიორი;
ბენე კომფორტი საცხოვრებელი კომპლექსების მოვლისა და მენეჯმენტის წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ამ დროისთვის, ბენე კომფორტი 35-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსისა და 16 000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავს.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი, კი, დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი სადაზღვევო პორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით. ალდაგი მომხმარებლებს ქონების დაზღვევას საუკეთესო პირობებს სთავაზობს, რომელიც მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას დასაიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედკარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.