ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას 320,000 ლარი აუნაზღაურა
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ქართული ლუდის კომპანიას სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი 320 ათას ლარი სრულად აუნაზღაურა.
ლუდსახარში ზედაზენის საწარმო, საგურამოში გასული წლის ზაფხულში ძლიერი ნალექის შედეგად ნაწილობრივ დაიტბორა. დაზიანდა საწარმოს, როგორც შიდა ისე გარე ტერიტორია.
ქართული ლუდის კომპანია ბიზნესთან დაკავშირებული რისკების სრული დაზღვევით სარგებლობდა, რის საფუძველზეც საწარმომ, ალდაგის მხარდაჭერით, სრულფასოვნად შეძლო ზიანის აღდგენა.
„ქართული ლუდის კომპანიამ“ ალდაგთან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიას ვეხმარებით ზიანის შემცირებაში და ხელს ვუწყობთ, რომ დანაკარგების გარეშე გააგრძელოს ოპერირება და ბაზრის ქართული პროდუქციით დაკმაყოფილება. ამ მასშტაბის ზიანის აცილება, გვჯერა, რომ მხოლოდ დაზღვევით არის შესაძლებელი და გვიხარია, რომ ქართულ კომპანიებს შორის რისკების დაზღევევა სულ უფრო გავრცელებული პრაქტიკა ხდება,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.
„საწარმოს ოპერირებისას მნიშვენლოვანია სწორი და საიმედო სადაზღვეო პარტნორის ყოლა, ზარალის დადგომისას, განსაკუთებით სტიქიური მოვლენის წინაშე, ყველა უძლურია .სწორედ ქართული ლუდის კომპანიას და სადაზღვეო კომპანია ადლაგის თანამშრომლობის შედეგად შევძელით, რომ მოკლე დროში აღგვედგინა საწარმოს სრულფასოვანი ციკლი და ჩვენი ბიზნესიასთვის აქტიურ სეზონზე მომხარებლისათვის შეუფერხებელი მიგვეწოდებინა საწარმოში დამზადებული პროდუქცია“ სს. ქართული ლუდის კომპანიის დირექოტორი - კახაბერ კოტრიკაძე
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.