მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ალდაგმა საერთაშორისო სერტიფიკატი ISO/IEC 27001:2022 მოიპოვა

news image
mbc image

ალდაგმა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი წარმატებით გაიარა და ISO/IEC 27001:2022   სერტიფიკატი მოიპოვა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიაში მოქმედი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს.

სასერტიფიკატო აუდიტი დამოუკიდებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, TÜV Rheinland-მა განახორციელა. TÜV Rheinland-ი, 150 წელზე მეტია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ აუდიტორულ ინსტიტუტს წარმოადგენს ინსპექტირების, ტესტირებისა და სერტიფიცირების სფეროში. 

ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატის ფლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ალდაგის, როგორც უმაღლესი სტანდარტების მქონე და პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის რეპუტაციას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. გლობალურად აღიარებული სტანდარტის დაკმაყოფილება კომპანიისთვის ქმნის დამატებით კონკურენტულ უპირატესობას, ზრდის ინსტიტუციურ ნდობას და ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას.

ამასთანავე, სერტიფიცირებული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემა ალდაგს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად და მაქსიმალურად დაცულ გარემოში განავითაროს ახალი, ინოვაციური ციფრული პროდუქტები და სერვისები, რაც საბოლოოდ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას ემსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა