ალდაგში ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის საჩუქრებია
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ავტო დაზღვევის მფლობელებს საჩუქრებს სთავაზობს.
აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილი ალდაგში ჰყავთ დაზღვეული, ამბოლის სერვისცენტრებში სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ, რაც გულისხმობს 30%-იან ფასდაკლებას, ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებზე. შეთავაზებით სარგებლობა 20 თებერვლიდან 20 მარტამდე იქნება შესაძლებელი.
„ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს დაზღვევის მათზე მორგებულ პირობებთან ერთად, სხვადასხვა ბენეფიტი შევთავაზოთ, რომ დაზღვევისგან მეტი კომფორტი მიიღონ. ამჯერად, მათ, ამბოლის სერვისებზე, ფასდაკლების ვაუჩერებს გადავცემთ. ამბოლი, ავტოპროდუქტებისა და ავტოსერვისის წამყვანი ქსელია საქართველოში, რომელიც ექსკლუზიური ბრენდების ფართო არჩევნას სთავაზობს მომხმარებელს. შეთავაზებით სარგებლობა და ავტომობილზე ზრუნვა შეუძლია ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც ავტომობილი ალდაგში ჰყავს დაზღვეული,“- აცხადებენ ალდაგში.
ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
ალდაგი ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია .
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.