მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ალტაში“ ნამდვილი შავი პარასკევია

news image
mbc image

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ალტაში“ Black Friday დაიწყო. მათ ვისაც ტექნიკის შეძენა სურს, ახლა სწორედ ის დროა, რომ თქვენი სასურველი ნივთები საუკეთესო ფასად შეიძინოთ.

მაშ ასე, „ალტაში“ Black Friday-ს შეთავაზებები ტექნიკის მრავალფეროვან ასორტიმენტზე ვრცელდება: ტელევიზორები - 40%-მდე ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ, მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი - 50%-მდე ფასდაკლებით, აქსესუარებზე - 70%-მდე  ფასდაკლება ვრცელდება. ლეპტოპები 40%-მდე ფასდაკლებით არის წარმოდგენილი და მათ შეძენას 499 ლარიდან შეძლებთ. სმარტფონებზეც ვრცელდება შავი პარასკევის შეთავაზებები: Samsung-ის ფლაგმანური მოდელების შეძენას 1000 ლარამდე ფასდაკლებით შეძლებთ.

„ალტას“ სარეკლამო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული ყველასათვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე, რომელიც „ალტას“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა. 

„ალტასა და შოთა არველაძის კოლაბორაცია შემთხვევითი არ არის, რადგანაც როგორც „ალტას“, ასევე შოთას გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რაც მუდმივ განვითარებასა და მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვას გულისხმობს.

შოთასა და „ალტას“ საერთო კოლაბორაციას ვიხილავთ ახალ წელსაც. ასევე, ჩვენს აუდიტორიას მრავალი საინტერესო პროექტით გავანებივრებთ’’ - განუცხადეს Business Insider Georgia-ს „ალტაში“.

,,შავი პარასკევის’’ შეთავაზებები ,,ალტაში’’ 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება აქტიური.

შეგახსენებთ, რომ ,,ალტას’’ ყველა კატეგორიის ტექნიკა მოწოდებულია მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობისგან, შესაბამისად ყველა სახის პროდუქციაზე ვრცელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარანტია და მომსახურება.

დეტალური ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://alta.ink/BF

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა