„ალტერსოქსი“ ევროკავშირის სამ ქვეყანაში ექსპორტის გაზრდას გეგმავს
2023 წელს „ატერსოქსისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იტალიის ბაზარზე გასვლა. სტრატეგიული პარტნიორი გვყავს იტალიაში, რომელთანაც დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა.
მეწარმის ინფორმაციით კომპანიის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია იტალიის რამდენიმე ქალაქში: ფლორენციაში, პიზაში და ტოსკანას რეგიონში.
ამასთან, ნინო მენთეშაშვილი განმარტავს, რომ „ალტერსოქსისთვის“ ახალი წელი ყოველთვის არის აქტიური პერიოდი. რადგან საკმაოდ კარგად პოზიციონირებს როგორც სასაჩუქრე პროდუქტი და საახალწლოდ იზრდება აქტუალობა და გაყიდვები.
„2024 წელს ვაპირებთ იტალიასთან თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაყიდვების გაფართოებას. წლის დასაწყისში გვექნება პარტნიორებთან შეხვედრას და შესაბამისად მიმდინარე წელსაც დავგეგმავთ. საფრანგეთი და გერმანიაა ჩვენი აქტიური ბაზარი და 2024 წელს ვეცდებით ამ მიმართულებით მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ გაყიდვები. ამ დროისთვის ექსპორტზე „ალტერსოქსი“ 10 ქვეყანაში იყიდება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნები. ადგილობრივ ბაზარზე დიდ სავაჭრო ცენტრში ვართ წარმოდგენილი. ვფიქრობთ, ელექტრონული კომერციის მიმართულებით გაფართოებას“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.
შეგახსენებთ, „ალტერსოქსი" ქართველი ცოლ-ქმრის ორიგინალური სტარტაპია, რომელიც 8 წლის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანია მომხმარებლებს გამორჩეულ, ფერად და სახალისო წინდებს სთავაზობს.
დღეს „ალტერსოქსი“ თბილისის სავაჭრო ცენტრებში 6 სტენდითაა წარმოდგენილი. კომპანია ბათუმში ფლობს ბრენდულ მაღაზიას და ასევე, საქართველოში პირველ და ერთადერთ ვენდინგ მანქანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
საქართველოში წარმოებული წინდები საკმაოდ წარმატებით იყიდება ევროპის ბაზარზეც.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.