მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

AM BEST-ის მიერ ალდაგისათვის გლობალური რეიტინგის მინიჭება გამოიწვევს ნდობის გაზრდას ინდუსტრიის მიმართ - გიორგი ბარათაშვილი

news image
mbc image

ქვეყანა პირველად გამოჩნდა საერთაშორისო რუკაზე, ასე აფასებს ალდაგისთვის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მინიჭებას კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. როგორც Business Insider Georgia-თან საუბრისას ადლაგის ხელმძღვანელმა განმარტა, დაზღვევა ნდობაზე დაფუძნებული ბიზნესია და აღნიშნული საერთაშორისო აღიარების შემდეგ კომპანიის და ინდუსტრიის ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება

 

„აქამდე საქართველოდან არც ერთ კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი არ ქონია. დღეს რეიტინგი ქართულ კომპანიას მსოფლიოს უდიდესმა სარეიტინგო კომპანია AM BEST-მა მიანიჭა, რომელიც მსოფლიოში 16 ათას კომპანიას ანიჭებს რეიტინგს, რაც რეალურად ქვეყნის ინდუსტრიის აღიარებაა.

 

ზოგადად დაზღვევა არის ნდობაზე დაფუძნებული ბიზნესი. შესაბამისად ეს გამოიწვევს ნდომის გაზრდას და კიდეც უფრო მეტი მომხმარებელი ენდობა ინდუსტრიას და ალდაგს. ინდუსტრიისთვის დიდი გამოწვევაა, რომ ნდობა გაიზარდოს“, - აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა.

 

ალდაგის გენერალური დირექტორის თქმით, რეიტინგის გადახედვა მოხდება წელიწადში ერთხელ.

 

„სარეიტინგო კომპანია სრულად ამოწმებს ფინანსურ მდგომარეობას და მდგრადობას, შესაბამისად მხოლოდ ამის შემდეგ ანახლებს რეიტინგს. ვისურვებდი, რომ მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღოს საერთაშორისო რეიტინგი“, - აღნიშნა ბარათაშვილმა.

 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM BEST ალდაგს გლობალური რეიტინგი მიანიჭა. ამით ალდაგიგახდა პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგი ექნება. 

AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე. აღსანიშნავია, რომ გლობალური რეიტინგით, ალდაგი გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Allianz, Hannover Re, Axis, Swiss Re, Scor.

AM Best-ის დამოუკიდებელი შეფასებით ალდაგს აქვს რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესიდონე, რომელიც AM Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება.  გარდა ამისა, შეფასების დროს გათვალისწინებული იყო ალდაგის ლიკვიდური საინვესტიციო პორტფელი და ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო გადამზღვევლებისგან შემდგარი გადაზღვევის პანელი. მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა წარმატებული ანდერრაიტინგის პოლიტიკის მრავალწლიანმა ისტორიამ.

 

AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best, გლობალურად,  დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს.

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა